ხუთი ნამუშევარი, რომელიც Banksy-ს ფილოსოფიას ავლენს
ფოტო: Banksy
რომელია შენი ნამდვილი სახე, ის ადამიანი, ვინც ახლა ხარ, თუ ის, ვინც შეგიძლია გახდე? რა თქმა უნდა, ეს კითხვა საკმაოდ რთულად საპასუხოა და არ ჰგავს ისეთ კითხვას, რომლის წინაშეც მაისის მიწურულს მარსელის რომელიმე ქუჩაში სეირნობისას აღმოჩნდები. თუმცა, სწორედ ამ დილემის წინაშე დაგვაყენა ბენქსიმ, რომელმაც ერთხელ აღნიშნა, რომ "საკუთარ თავად ყოფნა გადაჭარბებულად არის დაფასებული". მან ფელიქს ფრეჟიეს წყნარი ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთში ხალხს ახალი ნამუშევარი შესთავაზა — ეს უცნობი არტისტის უახლესი ნამუშევარია, რომელიც ათწლეულებია ქუჩაში ხატავს და პროვოკაციულ-ფილოსოფიურ ოინბაზად გვევლინება.
უკვე 30 წელზე მეტია, ბენქსი უამრავ დასამახსოვრებელ ნამუშევარს გვთავაზობს — დაწყებული გოგონადან, რომელიც უიმედოდ იწვდის ხელს გულის ფორმის ბუშტისკენ, დამთავრებული ნიღბიანი ამბოხებული ბიჭით, რომელიც ყვავილების თაიგულს ისვრის. ბენქსის ნამუშევრებში იკვეთება როგორც ძველი ოსტატების მსგავსი სტილი — მიქელანჯელოდან მონემდე, ვერმეერიდან ვან გოგამდე — ისე იდეების ისტორია, რომელიც მის ყველა ნამუშევარს თან სდევს კლასიკური სტოიციზმიდან პოსტმოდერნულ დეკონსტრუქციონიზმამდე.
29 მაისს, ხუთთვიანი სიჩუმის შემდეგ, ბენქსიმ ინსტაგრამზე პირველად გამოაქვეყნა ახალი ნამუშევრის ფოტო, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობის დამალვითაც ინტერნეტის ყურადღება მიიპყრო. მალევე, ეს ნამუშევარი სამხრეთ საფრანგეთის მთავარ საპორტო ქალაქში, მარსელში, აღმოაჩინეს, რომელიც ერთი შეხედვით ზედმეტად მარტივიც კი ჩანდა: შუქურის სილუეტი, ცარიელ, კრემისფერ კედელზეა დახატული და ტროტუარზე გადაჭიმული ჩრდილი, რომლითაც ნახატი რეალურ სამყაროს უკავშირდება. შავ შუქურაზე კი წარწერაა: "მინდა ვიყო ის, რაც ჩემში დაინახეთ".
შუქურა
ფოტო: Banksy
ნებისმიერს, ვისაც სურს იპოვოს ის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ბენქსიმ თავისი ახალი ნამუშევარი შექმნა, შეუძლია გადაშალოს ფილოსოფიის ნებისმიერი ისტორიული ნამუშევარი და შემდეგ უძველესი მეტაფორა თავდაყირა დააყენოს. პლატონის იგავში, გამოქვაბულში მიჯაჭვული პატიმრები კედელზე არსებულ ჩრდილებს რეალობად აღიქვამდნენ და არ იცოდნენ მათი ჭეშმარიტი ფორმების შესახებ. თუმცა ბენქსი გვატყუებს წყობის ცვლილებით, არსსა და ჩრდილს შორის ურთიერთობის საპირისპიროდ შეცვლით. ბენქსის შემთხვევაში, უფერული ბოლარდი არა საკუთარი თავის შემცირებულ იმიტაციას ქმნის, არამედ გაცილებით დიდებულ რამეს – შუქურას, რომელიც სინათლისა და ხელმძღვანელობის სიმბოლოა. ეს სილუეტია და არა რეალობა.
ბენქსის ინვერსია გვაიძულებს დავსვათ კითხვა, სად იმყოფება სინამდვილეში რეალობა: იმაში, რაც არის, თუ იმაში, რაც შეიძლება იყოს? მისი ფრაზა – "მინდა ვიყო ის, რაც ჩემში დაინახეთ" – მიმზიდველად მოქნილია. ჩნდება კითხვები: ეს ბოლარდია, რომელიც ოცნებობს იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის? თუ ჩრდილი, რომელსაც სინათლედ გადაქცევა სურს? თუ ჩვენ ყველანი – ბენქსის ჩათვლით – ვცდილობთ ვიცხოვროთ იმ უკეთესი ვერსიების შესაბამისად, რომლებიც სხვა ადამიანების წარმოსახვაში ყალიბდება? პასუხი, რა თქმა უნდა, ყველა ჩამოთვლილ კითხვაზე დადებითია, ისევე როგორც მომდევნო კითხვაზე — არის თუ არა ეს ახალი ნამუშევარი ნათურა, რომელსაც შეუძლია სინათლე მოფინოს ბენქსის ნამუშევრების მნიშვნელობის შემდგომ დონეებს?
ქვემოთ განვიხილავთ ბენქსის რამდენიმე ნახატს — როგორ აძლიერებენ ან არღვევენ ისინი ბევრ უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ინტელექტუალურ ფილოსოფიურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ვინ ვართ და ვინ შეიძლება ვიყოთ.
გოგონა ბუშტით, 2002
Girl with a Balloon
ფოტო: Banksy
ბენქსის ახალი შემოქმედება მარსელში არ არის პირველი, რომლის შთამბეჭდავი წარწერაც იდეების ისტორიას უკავშირდება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია გოგონა ბუშტით, რომელიც გვიჩვენებს ბავშვს, რომელსაც უიმედოდ აქვს ხელი გაწვდილი გულის ფორმის ბუშტისკენ. პირველად იგი 2002 წელს, ლონდონის სხვადასხვა ადგილებში გამოჩნდა, მათ შორის სამხრეთ სანაპიროზე ნუგეშისმომცემ წარწერასთან ერთად: "იმედი ყოველთვის არსებობს". ეს რწმენა, რომელიც იდეალისკენ დაუსრულებელ სწრაფვას აძლიერებს და რომელიც ნაშრომში მიუღწეველია (ბუშტი ვეღარ დაბრუნდება), ეხმაურება მე-19 საუკუნის გერმანელი ფოლოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის იდეებს დაუოკებელი და ირაციონალური "ნების", როგორც კაცობრიობის მამოძრავებელი ფუნდამენტური ძალის შესახებ. როდესაც წლების შემდეგ, 2018 წელს გოგონა ბუშტით-ის აუქციონზე გასატანი ვერსიის ჩარჩოში ბენქსიმ დამალა დისტანციურად მართვადი ე.წ. შრედერი და ნამუშევარი აუქციონიის აუდიტორიის თვალწინ გაანადგურა, მან შეძლო შოპენჰაუერის რწმენის განმტკიცება სურვილის ამაოების შესახებ. სადაც სურვილია, იქ ბრძოლაცაა.
ყვავილების მსროლელი (ან სიყვარული ჰაერშია), 2003
Flower Thrower
ფოტო: Banksy
ბენქსის ნამუშევარი, რომელშიც ნიღბიანი კაცი მომენტშია გაყინული იმ წამს, სანამ ის არა აგურს ან ბომბს, არამედ ყვავილების თაიგულს ისვრის, ერთი შეხედვით, შესაძლოა, პაციფისტის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისადმი ერთგულების მაგალითად ჩანდეს. ნამუშევარი, როგორც ჩანს, მაჰათმა განდის სატიაგრას – არაძალადობრივი ფილოსოფიის მცნებებს იმეორებს, რომელიც ინდოელმა ეთიკოსმა 1919 წელს შეიმუშავა. ბენქსის სრულიად მოხრილი ფიგურა, რომელიც შეუსაბამოდ არის შეიარაღებული სილამაზით, განდის დაჟინებული მოთხოვნილების განსახიერებაა, გამოიყენოს არა ფიზიკური, არამედ მორალური ძალა. არა? ან იქნებ ბენქსიმ შეარყია პაციფისტური ძალის ფილოსოფიური სიმტკიცე თავისი გმირის განრისხებულ მეამბოხედ წარმოჩენით? ბენქსიმ იდეალები იარაღად აქცია. აქ სილამაზე არ არის განიარაღების გზა, არამედ ის დამანგრეველად ფეთქებადია.
ერთი ერი CCTV-ის ქვეშ, 2007
One Nation Under CCTV
ფოტო: Banksy
ბენქსის მარსელში შესრულებული ნამუშევარი იყენებს ნაცად ტექნიკას, უზრუნველყოს ნამუშევრის იმ ურბანულ სივრცეში გამოჩენა, რომელშიც მას შევხვდებით – რასაც მისი ფილოსოფიური პოტენციალი არასრულიდან აქტუალურამდე აჰყავს. ეს ის ტაქტიკაა, რომელიც ბენქსიმ ლონდონში, ოქსფორდ სტრიტთან ახლოს, 2007 წელს გამოქვეყნებულ ნამუშევარში გამოიყენა. ნამუშევარში ასახულია ბიჭი მაღალ კიბეზე, რომელიც დიდი ასო-ბგერებით აკრავს განცხადებას, რომ ჩვენ ვართ "ერთი ერი ვიდეოთვალთვალის ქვეშ". ნაშრომში ასევე ვხვდებით პოლიციის ოფიცერს და მის მორჩილ ძაღლს, რომლებიც ვანდალიზმის შემთხვევას აკვირდებიან, ხოლო მათ ზემოთ, კედელზე, ვხედავთ კამერას, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაფერს იწერს. ნაშრომში ასახული მეთვალყურეობისა და დაკვირვების უსასრულო ფენები — როდესაც ვუყურებთ სახელმწიფოს, რომელიც უყურებს ოფიცერს და ვხედავთ ოფიცერს, რომელიც უყურებს ბიჭს — უცნაური სიზუსტით ასახავს ყოვლისმომცველი ციხის მანქანის ფილოსოფიურ კონტურებს, რომელშიც ფრანგი პოსტსტრუქტურული ფილოსოფოსის, მიშელ ფუკოს მიხედვით, საზოგადოების ყველა წევრი გამოუსწორებლადაა ჩაფლული. ფუკოს ნაშრომში დისციპლინა და დასჯა: ციხის დაბადება, იგი აცოცხლებს მე-18 საუკუნის ბოლოს ბრიტანელი უტილიტარისტი ფილოსოფოსის, ჯერემი ბენტჰემის მიერ შემოთავაზებულ ციხის გეგმას პანოპტიკონს (რაც ნიშნავს "ყოვლისმხედველს") და იყენებს მას, როგორც მუქარის შემცველ მეტაფორას, როგორ ვერავინ გაექცევა პანოპტიკური სახელმწიფოს თვალს.
მობილური ტელეფონის მოყვარულები, 2014
Mobile Lovers
Banksy
ფოტო: Banksy
ბენქსის 2014 წლის ნამუშევარი თანამედროვე ურთიერთობების მდგომარეობას ააშკარავებს. ვხედავთ წყვილს, რომელთა სიყვარულით სავსე ჩახუტებას მათი სმარტფონების თბილი ნათებისადმი ღრმა სიყვარული უშლის ხელს. ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი სიმონ დე ბოვუარი, რომელიც 1986 წელს გარდაიცვალა, მობილურების დამკვიდრების დროს ვერ მოესწრო, თუმცა მისი ღრმად გავლენიანი 1947 წლის წიგნი გაურკვევლობის ეთიკა, iPhone-ის გამოსვლამდე ზუსტად 60 წლით ადრე გამოიცა. ბოვუარი ნაშრომში იკვლევს იმ განადგურებას, რომელიც განშორებას და გათიშვას შეუძლიათ გამოიწვიონ, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ნამდვილი მე-ს რეალიზებისას. დე ბოვუარი ამტკიცებდა, რომ თავისუფლებისთვის საჭიროა ერთმანეთისადმი ყურადღება. მას სწამდა ადამიანური შეხვედრების ავთენტურობის, რომლის გარეშეც ადამიანთა ცხოვრება უბრალო წარმოდგენაა, განათებული ერთჯერადი მოწყობილობებით და არა რაიმე ღრმა ან მნიშვნელოვანით.
-
როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: "" როგორც კი გაიგებთ "რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობსპაატა ზაქარეიშვილი: ""
გადახედვა
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
კომენტარები