SJC: ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება მის დასჯასა და ოპოზიციური ფიგურების დევნას ემსახურება
ფოტო: პუბლიკა
"როგორც ბრალდების საქმე, ისე სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტიკოსის დასჯასა და ოპოზიციური ფიგურების დევნას ემსახურება" — ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას.
ორგანიზაციის განცხადებით, წულუკიანის კომისია სრულად პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული პირის გამოუცხადებლობის გამო, მისი პასუხისმგებლობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება უკიდურესად ხარვეზიანი და პრობლემურია.
"ბოლო პერიოდში, პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრების ტენდენცია საგანგაშო წერტილს აღწევს. ქვეყნის ოპოზიციური ფიგურების მნიშვნელოვანი ნაწილი, სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულის სტატუსს ატარებს, იმ ქმედებისთვის, რომლის დანაშაულებრივი ხასიათი, როგორც მინიმუმ, უკიდურესად სადავოა. აშკარაა, რომ ქართული ოცნება ოპოზიციისა და კრიტიკულად განწყობილი პირების დაშინებისა და დევნის მიზნით მოქმედებს და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური მოტივით, ოპონენტების განეიტრალების მიზნით ხდება, რაც კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების და საწინააღმდეგო აზრის გაქრობის მცდელობის მკაფიო ნიშანია" — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა — გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. გვარამიამ ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაწესებული 30 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ედავებოდნენ, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
ნიკა გვარამია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მას დღეს პატიმრობა შეუფარდეს და ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში თავისით მივიდა.
ასევე იხილეთ:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები