სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

9 Jun. 2025, 18:49

"არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ შეშფოთებული იმითი, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, თუ რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული გამოთქვა 8 წლის წინ. დღეს ის ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა "შიშველი მეფის" ოჯახს. ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის.

ეს რეჟიმი გვაჩვენებს ყოველდღიურად თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ უკვე არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, სიტყვების გამოყენება, თუნდაც ფეისბუქ-პოსტებზე რაღაცების დაწერა. ანუ ეს არის მცდელობა სრული კონტროლის. მე მგონი უკვე გადავედით ჩრდილოეთ კორეის დონეზე. არ ვიცი, იქაც ამ დონის კონტროლი თუ არის, მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანი არის. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს. მაგრამ თუ აქვს ოდნავი მხარდაჭერა მაინც თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა, არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ, ჩვენ, ერთის მხრივ, უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მაგრამ, ამავე დროს, ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი."

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ენმ-ის თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი 8 საათით ჰყავდათ გატაცებული და შვილების უსაფრთხოების ხელყოფით ემუქრებოდნენ. რის შემდეგაც მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში უტა ივანიშვილს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…