"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს "პირველს" და "ფორმულას" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის — რა სანქციები შეიძლება დაეკისროს ტელევიზიებს?
ქართული ოცნება ტელეკომპანიებს "პირველს" და "ფორმულას" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება".
საჩივარი ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ:
როგორც დოკუმენტშია მითითებული, ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ არსებული "საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების” დარღვევა. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ მოვლენების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები — "რეჟიმი", "ოლიგარქის მსახური", "პრორუსული რეჟიმის დეპუტატი", "კლანის მსახური მოსამართლე", "რუსული კომისიის სხდომა", "ივანიშვილის რეჟიმი" — "პირადი შეფასებები და ბრალდებებია", არ არის გამიჯნული ფაქტი და შეფასება, რაც არღვევს კანონმდებლობას, რის გამოც ტელეკომპანიებს "შესაბამისი სანქცია" უნდა დაეკისროთ.
როგორც ტელეკომპანია "პირველის" ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი წერს, "ეს არის კიდევ ერთი რეპრესირების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების", — წერს ადვოკატი.
"ბოლო პერიოდში მაუწყებლობის შესახებ კანონში ბევრი ცვლილება შევიდა და არცერთი მათგანი არ არის მედიის ან მაყურებლის უფლებების გაუმჯობესების მიზნით. მიზანია, შეიზღუდოს კრიტიკული მედია", — განაცხადა მიგინეიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ მინდობილობას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ის ნათია ბოკუჩავას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ქართული ოცნების ინტერესების დაცვის უფლებამოსილებას აძლევს
ფოტო: ნოდარ მელაძე
"ქართული ოცნება, ირაკლი კობახიძის სახელით ითხოვს აგვეკრძალოს ამ ტერმინების გამოყენება ეთერში, ანუ ჟურნალისტმა და წამყვანმა არ ახსენოს "რეჟიმი", "ოლიგარქის მსახური", "პრორუსული რეჟიმის დეპუტატი" და ა.შ. მაგრამ, "კლანის მსახური მოსამართლე" და "სასამართლო კლანი" პარტიასთან რა შუაშია. ეს ხომ თქვენ არ გეხებათ. სასამართლო ხო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და არა პარტიული დანაყოფი. აბა მურუსიძე, ჩინჩალაძის მაგივრად კობახიძე რატომ ჩივის.
საჩივრები მაინც წერეთ ისე კუდები რომ არ დარჩეს.
რა იქნება?
1. გაფრთხილება
2. ჯარიმა
3. მაუწყებლობის ლიცენზიის საკითხი — ანუ გათიშვა ეთერიდან", — წერს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას ამბობს, რომ, ქართული ოცნება სარეკლამო ბაზარსაც უტევს და "იმ კომპანიების დიდმა ნაწილმა, რომლებიც "ტვ პირველის" ეთერში თავიანთ რეკლამას ათავსებდნენ, არხთან თანამშრომლობა გაწყვიტა".
"მათ წელს სარეკლამო ბაზარზეც მიიტანეს იერიში. იმ კომპანიების დიდმა ნაწილმა, რომლებიც "ტვ პირველის" ეთერში თავიანთ რეკლამას ათავსებდნენ, არხთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
მსხვილმა ქართულმა ბრენდმა, რომელთანაც 31 დეკემბრამდე გვქონდა კონტრაქტი, შუაში გაწყვიტა. გასაგებია, რომ ამ სქემის ამოქმედებაც დაიწყეს, გარდა პირდაპირი ფინანსური წნეხისა. იმის ფონზე, რომ "ტვ პირველის" ყურებადობა მზარდია და ახლა რეიტინგის ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ, რატომ შეიძლება პარტნიორს არ უნდოდეს რეკლამის განთავსება?
ხვალ გავიგებთ, როგორ აპირებენ კანონის აღსრულებას და მერე უკვე ჩვენც უნდა მოვძებნოთ გზები, როგორ უნდა ვიმაუწყებლოთ ისე, რომ მაყურებელს მოვუყვეთ რეალობა და დავიცვათ ჩვენი ტელევიზიაც", – აცხადებს მელაძე.
საჩივარი "ფორმულას" წინააღმდეგ:
რაც შეეხება ტელეკომპანია "ფორმულას", ქართული ოცნება მოითხოვს "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს "ფორმულას" და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.
"მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტს, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო".
განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ.
ქართული ოცნება "ფორმულას" ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის.
რა შეიძლება დაემართოს "ფორმულას"— ოცნების კანონით გათვალისწინებული რეალური სანქციები:
• გაფრთხილება
კომისიამ შეიძლება გამოუცხადოს ფორმულას ოფიციალური გაფრთხილება — საჯარო ან წერილობითი.
• დავალება შინაარსის გამოსასწორებლად
მაგალითად: ვალდებულება მოიხადოს ბოდიში, გააშუქოს დამატებითი პოზიციები, ან წაშალოს ზოგი შინაარსი საიტიდან/სოცქსელიდან.
• ფინანსური ჯარიმა
ჯარიმის ოდენობა კანონით შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდურიც — მაგალითად, წინა პრაქტიკით, ზოგჯერ ირჩევა მაუწყებლის ბიუჯეტის შესაბამისი წილი.
• დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა
სანამ საბოლოო გამოძიება დასრულდება, კომისიას შეუძლია მოსთხოვოს დროებითი შეზღუდვები – მაგალითად, მსგავსი ტერმინების გამოყენების შეჩერება.
• ლიცენზიის ჩამორთმევა
ფორმულას მიერ განმეორებითი მძიმე "დარღვევების" შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ფორმულას ლიცენზია შეუჩეროს ან გაუუქმოს", — წერია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოცნების ხელისუფლების პარლამენტმა 1-ელ აპრილს დაუჭირა მესამე მოსმენით მხარი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს.
კანონის თანახმად, იზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება, მაუწყებლის ხარისხის რეგულირებისთვის ფართოვდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მუშაობის სტანდარტების ასამაღლებლად კი ე.წ. ბრიტანულ მოდელი ინერგება და მედიის რეგულირება კანონის რეგულირების სფეროში გადადის.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური რამდენიმე ქვეყნის - ესტონეთის, ლიეტუვის და უკრაინის მიერაა დასანქცირებული.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები