WFP: 11-კვირიანი ჰუმანიტარული ბლოკადის შემდეგ, ღაზაში 2 მლნ ადამიანი შიმშილის რისკის წინაშეა
ფოტო: Al Jazeera
19 მაისს, ისრაელმა ღაზაში საკვები პროდუქტების შეტანაზე 11-კვირიანი ბლოკადა შეამსუბუქა, თუმცა გაერო აცხადებს, რომ ბოლო კვირაში შეყვანილი დახმარება მოსახლეობის საჭიროებების მხოლოდ 10%-ს ფარავს. გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გასულ კვირაში ღაზაში გაგზავნილი 900 სატვირთო მანქანა მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების მხოლოდ 10%-ს ფარავს.
გაეროს მხარდაჭერით ჩატარებულმა შეფასებამ აჩვენა, რომ ღაზას მთელი მოსახლეობა კრიტიკულ შიმშილის საფრთხეშია, ხოლო გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 11-კვირიანი ჰუმანიტარული ბლოკადის შემდეგ, ორი მილიონი ადამიანი შიმშილის რისკის წინაშეა.
WFP-ის ინფორმაციით, 31 მაისს ღაზაში ფქვილით დატვირთული 77 სატვირთო მანქანა შევიდა. თუმცა, გზაზე ყველა სატვირთო მანქანა შეჩერდა, რადგან მშიერი მოსახლეობა საკვების მოპოვებას ადგილზევე ცდილობდა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ხალხს დახმარება პირდაპირ გზაზე მიეღო. ისინი მოსახლეობას სთხოვდნენ, რომ თითოს მხოლოდ ერთი ტომარა აეღო, მაგრამ იმის გაკონტროლება მაინც ვერ შეძლეს, ვინ რამდენს იღებდა.
WFP-მ აღნიშნა, რომ თითქმის 80-დღიანი სრული ბლოკადის შემდეგ, მშიერი ადამიანები არ მისცემდნენ საშუალებას, რომ საკვებით სავსე სატვირთო მანქანები თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ.
თავდასხმა რაფაჰში მდებარე ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ ცენტრზე
გუშინ, 1-ელ ივნისს, ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ ცენტრზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა — აცხადებს ჰამასის ჯანდაცვის სამინისტრო BBC-თან საუბრისას.
მათივე ცნობით, ისრაელის ტანკებმა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ახლოს ცეცხლი გახსნეს და სწორედ ამას მოჰყვა მსხვერპლი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) Reuters-თან განაცხადა, რომ მათ საველე ჰოსპიტალს რაფაჰში 179 დაშავებული მიიყვანეს.
"ყველა პაციენტი ამბობდა, რომ ჰუმანიტარულ დახმარების განაწილების პუნქტში მოხვედრას ცდილობდა. ეს არის ყველაზე მაღალი რაოდენობა იარაღით დაჭრილი ადამიანებისა ერთ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი ხნის წინ საველე ჰოსპიტალი გაიხსნა ," — ნათქვამია ICRC-ის განცხადებაში.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ისრაელის ჯარებმა "მშვიდობიან მოქალაქეებისთვის ცეცხლი მაშინ არ გაუხსნიათ, როცა ისინი დახმარების ცენტრთან ახლოს ან მის შიგნით იმყოფებოდნენ".
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, მიმდინარე ომის შედეგად უკვე დაიღუპა სულ მცირე 54 418 ადამიანი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები