პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 112-ის კამერების დაზიანებისთვის 3-3 წელი მიესაჯათ
პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში ერთნაირი — ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მათ 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდა. უწყების განცხადებით ზარალი 12 100 ლარია.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ დაკავებულები პირობითი სასჯელით გაეთავისუფლებინათ და ზარალის ანაზღაურება დაჰკისრებოდათ.
პუბლიკას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და ზარალის ანაზღაურებისთვის მზად იყვნენ — მოსამართლე ლილი მსხილაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა და ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმ ფაქტით, რომ "მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა" და სასამართლო გათვალისწინებულ შეღავათებს არ გამოიყენებს.
"რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ და ამგვარ სიტუაციებში არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების.
ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოგეხსენებათ, უფლებამოსილია 50-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების გამოყენება მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
[...] იქიდან გამომდინარე, რომ არ ხართ ნასამართლევი, მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ მინიმუმი, 3 წელი საკმარისი იქნება, რომ ამ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული," — მოსამართლის სიტყვას პუბლიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადვოკატებმა საქმის განხილვისას მოსამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით შუამდგომლობა შესთავაზეს — რადგან ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ, დაასახელეს დანაშაულში თანამონაწილეები და წარსულში არ არიან ნასამართლევი მათი სასჯელი 1/3-ით შემცირებულიყო, ხოლო დანარჩენი ნაწილი პირობით სასჯელად მოეხადათ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები