ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი და არა "დიფ სთეითის"
ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) ტარდება, სადაც ქართული ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა.
კობახიძემ უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა "იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომლითაც უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს იცავს".
"ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენ წინაშე ვიდგე უნგრეთში. ქვეყანაში, რომელმაც თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა მტკიცედ დაიცვა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერმინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.
ჩვენ, ქართველები განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატა," — თქვა კობახიძემ.
შემდეგ კობახიძემ დასავლეთზე და "დიფ სთეითზე" ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება დასავლეთთან დავა, რადგან ის უკვე "იმ დასავლეთის ნაწილია", რომელიც რწმენას და ოჯახურ ღირებულებებს ცემს პატივს, განსხვავებით "დიფ სთეითისგან". კობახიძემ ასევე დასძინა, რომ "ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი".
"დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, დასავლეთი რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ "დიფ სთეითის", რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.
ჩვენ ვართ ევროპული ერი, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე — იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული.
ჩვენ ვართ ევროპული ერი — ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე — იყო პროევროპული არ ნიშნავს, იყო ანტიქართული.
ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთშიც და მის მიღმაც — ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს — ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე," — თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი განცხადებების მიუხედავად "დიფ სთეითი" კიდევ არ დამარცხებულა და ამერიკას და ევროპას საქართველოზე ზეწოლას აიძულებს. ოცნების პრემიერი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი "დიფ სთეითს შეასუსტებს".
"ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯების იმედისმომცემია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, "დიფ სთეითი" ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიებში, რაც კარგად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.
ამის კონკრეტული მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი. ე.წ. MEGOBARI აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს "დიფ სთეითს" და უეჭველად დადებითად აისახება ეს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაში," — თქვა კობახიძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები