"სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში?" — მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე. მისი თქმით, ერთადერთი დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს.
ბოჭორიშვილის თქმით, ოცნების ხელისუფლების და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები იდეოლოგიურად თანხვედრაშია და რიტორიკული კითხვა დასვა: "სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში?"
"უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის დღევანდელ მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას – სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში, ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან.
ამ ფონზე, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა და რაზე იყო, ზოგადად, აქცენტები გაკეთებული.
ერთადერთი დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არამხოლოდ მოსმენის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო და ამაზეა საუბარი.
აქ არის მნიშვნელოვანი, რაზე საუბრობდნენ დღეს, რაზე საუბრობს დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაშინ როდესაც მან დასვა რეფორმის საჭიროების საკითხი, როდესაც მან შეაფასა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნად როცა საუბარი ეხებოდა USAID-ის ოფისებს, აშშ-ის საგარეო მოქმედებებს, როცა ეს ეფუძნებოდა USAID-ი საქმიანობას.
სახელმწიფო მდივანი ახორციელებს რეფორმას და აქცენტი კეთდება საელჩოების მიწოდებულ ინფორმაციაზე. საუბარი შეეხება, თუ რა უნდა იყოს ინფორმაციის წყარო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
21 მაისს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქართული ოცნების მთავრობა "ანტიამერიკული მთავრობად" მოიხსენია.
მას "MEGOBARI აქტის" თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა,
"200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის სახელით?" — ჰკითხა ჯო იულსონმა ("რადიო თავისუფლებას" თარგმანი).
რუბიომ უპასუხა, რომ თეთრი სახლი ასე განიხილავს ამ საკითხს — არის მათი "ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს".
"დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, — [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: "არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას — ანტიამერიკულ მთავრობას — რეაგირება", — განაცხადა რუბიომ ("რადიო თავისუფლებას" თარგმანი).
ცნობისათვის, ეს იყო პირველი განცხადება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს, ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს. სადაც წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე კვირის წინ წერილით მიმართეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ. კობახიძე იმასაც წერს, რომ ეს "დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის".
ღია წერილში ოცნების პრემიერი ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ "MEGOBARI აქტზეც" წერს და აღნიშნავს, რომ "MEGOBARI აქტს" არაერთი სუბიექტი მათ ადმინისტრაციას მიაწერს. ტრამპის ადმინისტრაციას კი ამ დრომდე ამ ყველაფერზე "კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია.
ამას გარდა, კობახიძე წერს, რომ "USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ "დიფ სთეითს" რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია" და იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის დაპირება "დიფ სთეითთან" ბრძოლის შესახებ, გამარჯვებით დასრულდება, "რაც საფუძვლად დაედება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას".
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა ღია წერილზე პასუხი, დღეს ოცენბის პრემიერმა თქვა, რომ [ღია წერილზე] არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები