15 მაისს, "ლგბტ პროპაგანდის" შემცველი წიგნების გავრცელებისთვის მოსკოვში 10 რუსი გამომცემელი დააკავეს
15 მაისს, მოსკოვში 10 რუსი გამომცემელი დააკავეს "ლგბტ პროპაგანდის" შემცველი წიგნების გავრცელების სისხლის სამართლის ბრალდებით.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ მოსკოვში "ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრები დააკავეს". მათივე ცნობით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე, სამმა ბრალდებულმა ეგოისტური მიზნებიდან გამომდინარე გამოაქვეყნა და გაყიდა წიგნები, რომლებიც ხელს უწყობდა ლგბტ მოძრაობის საქმიანობას, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული".
მომხდარის შესახებ საგანგებო წერილი გაავრცელა გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IPA). მათი ინფორმაციით, დაკავებული გამომცემლები მუშაობენ რუსეთში ყველაზე დიდ გამომცემლობა Eksmo-ში და მის შვილობილ კომპანია Popcorn Books-ში, რომლის 51%-იანი წილი 2023 წლის აგვისტოდან Eksmo-ს ეკუთვნის. დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ The Insider-მა გამოაქვეყნა 50 წიგნის სია, რომელიც Eksmo-მ პარტნიორებს გაუზიარა და სთხოვა, რომ ისინი ადგილზე განადგურდეს ან უკან დაბრუნდეს“.
საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა აცხადებს, რომ "ლგბტ კანონების შემუშავება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და ბულგარეთი, აშკარად წარმოადგენს გამომცემლობის თავისუფლების შეზღუდვას და გამომცემლები ყურადღებით უნდა იყვნენ თავიანთ ქვეყნებში მსგავსი კანონების შემუშავების მიმართ და აქტიური წინააღმდეგობა გაუწიონ".
საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის (IPA) გამომცემლობათა თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის, კრისტენ ეინარსონის განცხადებით, "ეს დაპატიმრებები აჩვენებს იმ რისკებს, რომელთა წინაშეც გამომცემლები ახლა რუსეთში დგანან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს დაკავებულ კოლეგებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოხსნას ნებისმიერი ბრალდება. რუსი მკითხველები უფრო მდიდრები არიან მრავალფეროვანი წიგნებით, რაც საუკეთესოდ უზრუნველყოფს გამოცემის რეალურ თავისუფლებას".
"ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს. ეს გამოგონილი, ცრუ ცნება თავადაა ნაწილი თავსმოხვეული პროპაგანდისტული ნარატივისა, რომელიც ლგბტქ ადამიანების მიმართ ირაციონალური შიშისა და ზიზღის დათესვას ისახავს მიზნად. ამ სტრატეგიას წარმატებით იყენებენ ოკუპანტ რუსეთში ცენზურის დასაწესებლად, ადამიანის უფლებების შესალახად და დასავლური სახელმწიფოების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები