ირაკლი კობახიძე: თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის
"ჯერ ერთი, თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE-ში" განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროპის მდგომარეობა ტრაგიკულია, რადგან "თავს ვერ იცავენ".
"თვითონ ევროპის მდგომარეობა არის ტრაგიკული. ვერ იცავს საკუთარ თავს. ხელისუფლებებს არავითარი უნარი არ აქვთ, დაიცვან საკუთარი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები. იცით, რა მასშტაბის პრობლემებია დღეს ევროპულ სახელმწიფოებში, თითქმის ყველა სახელმწიფოში. ჯერ მიგრაციის კუთხით, საერთოდ ვერ იცავენ საკუთარ თავს. რომ ნახოთ ევროპის დიდი ქალაქები, საერთოდ დაკარგული აქვთ ეროვნული იდენტობა. დიდი ქალაქების სურათი ასეთია შესაბამის სახელმწიფოებში, საუბარია ყველაზე ტრადიციულ ევროპულ სახელმწიფოებზე, რომლებიც კარგავენ საკუთარ ეროვნულ იდენტობას, შესაბამისად კარგავენ რელიგიურ იდენტობას. მარტივი სტატისტიკა რომ ნახოთ, მაგალითად 70-80-იან წლებში გერმანიაში 90%-ს ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ ქრისტიანები. დღეს 50%-ს არის ჩამოცილებული იმ ადამიანების რაოდენობა გერმანიაში, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ საკუთარ თავს. განახევრებულია, ტრაგიკული მდგომარეობაა. იკარგება ეროვნული იდენტობა, რელიგიური იდენტობა და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი. ვერც ერთი ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და პირიქით, ხელს უწყობენ პრობლემების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.
ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა. ეს არის სამწუხარო ტრაგიკული მდგომარეობა. ეკონომიკური პრობლემები — იგივე რომ ავიღოთ ინდუსტრიული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი გერმანია, შარშანდელი და შარშანწინდელი წელი ჰქონდათ მინუსი ეკონომიკური თვალსაზრისით -0,2 და -0,3 პროცენტი. წელსაც მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს მინუსი, ყოველ შემთხვევაში ნულოვან მაჩვენებელს დიდად არ ასცდება წლევანდელი შედეგი. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროპული სახელმწიფოები. არის აბსოლუტურად ტრაგიკული მდგომარეობა და ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებული, ყველას სცალია რატომღაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები