სანქციების შავი ხვრელი: როგორ აღწევს მძიმე ტექნიკა რუსეთში?
ფოტო: ifact
"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო" ხომ გაგიგიათ? ზუსტად ასეა იმ გზააბნეული ტრაქტორებისა და ბულდოზერების ამბავი, საქართველოდან ყირგიზეთში რომ წავიდა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებში შავით თეთრზე წერია, 2022-2023 წლებში ყირგიზეთში 54 ტრაქტორი და ბულდოზერი გავგზავნეთ, ყირგიზული მხარე კი ირწმუნება, ჩვენ ერთი მათგანიც არ მიგვიღიაო. ასეთი აცდენა უკრაინაში ომის დაწყებამდე მონაცემებს შორის არ იყო: ქართულ და ყირგიზულ ბაზებში ამ მძიმე ტექნიკით ვაჭრობის მონაცემები ერთმანეთს სარკისებურად ემთხვეოდა.
რა ხდება სინამდვილეში, სად ასრულებს გზას ეს მძიმე ტექნიკა და რა შუაშია ამ ამბავში ოკუპანტი რუსეთი, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით შეიტყობთ.
საქართველოს საზღვრები რომ სანქციების გვერდის ასავლელი "მწვანე დერეფანია", არაერთხელ დავამტკიცეთ. ჯერ, ლარსიდან ვლადიკავკაზში მსუბუქი ავტომობილების გაყვანაზე გიყვებოდით, მერე დრონების უკონტროლო ექსპორტზე, სულ ბოლოს კი ამოვხსენით უცნაური ამოცანა, როგორ საღდება რუსული ნავთობი ქართულად და უპრობლემოდ მიდის ევროპაში.
ამჯერად, გიყვებით, როგორ დაუძვრა რუსეთი კიდევ ერთ სანქციას და შეუფერხებლად იმარაგებს ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებს თუ თოვლმავლებს. ანუ, იმ მძიმე ტექნიკას, რომელიც სამხედრო ლოჯისტიკაშიც გამოიყენება.
ევროკავშირმა რუსეთს სწორედ ამ ტექნიკის მიწოდება შეუზღუდა სანქციების მე-8 და მე-10 პაკეტებით, რომელიც 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ჯამში, 22 სასაქონლო კოდს შეეხო.
"…დამატებითი აკრძალვები ეხება ისეთ საქონელს, რომელიც ადვილად შეითავსებს საომარ დანიშნულებას და რუსეთის ბრძოლისუნარიანობას ზრდის", – ვკითხულობთ ევროკომისიის 2023 წლის 25 თებერვლის განცხადებაში.
ამ ფონზე, ოკუპანტთან სანქცირებული ტვირთით ვაჭრობა არაერთ ქვეყანას აქვს გაჩაღებული, მათ შორის, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და საქართველოს…
სტატიაში განხილული მონაცემები ამოკრებილია საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ბაზებიდან, როგორიცაა Volza, ImportGenius, Comtradeplus. ასევე მონაცემები გამოვითხოვეთ საქართველოს, სომხეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურებიდან. მოგროვებული ინფორმაცია გავაანალიზეთ და ერთმანეთს შევადარეთ, რომ გვენახა, რა სხვაობები და უზუსტობები იყო მათ შორის.
სტატიაში ნახავთ, რომ ექსპორტის სქემები ახსნილია სამი ქართული კომპანიის მაგალითზე. მათ შესახებ მონაცემები საერთაშორისო ბაზებში ვნახეთ. მათ შემთხვევაში, ფაქტებითა და მტკიცებულებებით, დანამდვილებით ვხედავდით, რომ მათ მიერ ზოგჯერ მესამე ქვეყნებში გაგზავნილი მძიმე ტექნიკა საბოლოოდ რუსეთში ჩადიოდა. ეს კი ასე მოხდა: ერთმანეთს ვადარებდით გაგზავნილი და რუსეთში ჩასული ტექნიკის VIN კოდებს (მანქანის უნიკალური ნომერი), ასევე ვადარებდით მიმღები კომპანიის ადგილმდებარეობას.
ImportGenius აშშ-ში, არიზონას შტატში შექმნილი საგარეო ვაჭრობის პორტალია, რომელიც მონაცემებს ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აგროვებს. ეყრდნობა მხოლოდ საბაჟო სტრუქტურების მიერ გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტებს
Volza- აშშ-ში, დელავერის შტატში შექმნილი საერთაშორისო ბაზაა. ვაჭრობის მონაცემებს ისიც ოფიციალური სტრუქტურებიდან და საბაჟო დეკლარაციებიდან აგროვებს.
Comtradeplus გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალია, რომელიც სტატისტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური საბაჟო მონაცემებიდან კრებს.
როგორ აღწევს აკრძალული ტვირთი რუსეთში?
გზა #1: მოჩვენებითი დანიშნულების პუნქტი და სტატისტიკური აბსურდები
იმ ანდაზისა არ იყოს, შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო… სანქცირებული ტვირთიც გრძელ გზას გადის. მძიმე ტექნიკა რამდენიმე ქვეყნის საზღვარს კვეთს – ხან ერთი, ხან მეორე სქემით, საბოლოოდ კი რუსეთამდე "მშვიდობით" აღწევს.
როგორც ჩანს, რუსეთის მომარაგების ეს ჯაჭვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აეწყო. ამაში ოფიციალური სტატისტიკაც დაგარწმუნებთ. 2022 წლიდან 2025 წლის აპრილამდე საქართველოდან მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში, ჯამში, 2 403 ცალი ტრაქტორი, ბულდოზერი, სპეციალური ტექნიკა, ექსკავატორი და გრეიდერი გაიგზავნა. წინა სამ წელში, ანუ 2019-2021 წლებში ათასამდე ამგვარი ტექნიკა.
ერთი შეხედვით, ამ სტატისტიკაში საგანგაშო არაფერია, რომ არ გვქონდეს ეჭვი, რომ ჩვენგან წასული აკრძალული ტვირთი რუსეთში ჩადის. ამ ეჭვების საფუძველი კი საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემებია.
ახლა მოგიყვებით ერთ სტატისტიკურ აბსურდს, რომელიც ნათელს ხდის, რომ საქართველოდან გაგზავნილი მძიმე ტექნიკა სომხეთში ნამდვილად არ რჩება.
საქსტატის მიხედვით, 2022 წლიდან 2025 წლის მარტამდე სომხეთში ექსპორტით გავიტანეთ 1 245 ცალი მძიმე ტექნიკა – მათ შორის, 339 ტრაქტორი, 86 სპეციალური ტექნიკა და 820 ბულდოზერ-ექსკავატორი ან გრეიდერი. სომხური მხარე კი ამბობს, ამ პერიოდში ასეთი ტვირთი საქართველოდან იმპორტით საერთოდ არ მიგვიღიაო.
რას უნდა ნიშნავდეს ეს? სავარაუდოდ, მძიმე ტექნიკა სომხეთში არც ჩასულა და პირდაპირ სხვა ქვეყნის გზას დაადგა, ან სომხეთამდე მიაღწია და შემდეგ რეექსპორტით იცვალა გეზი. თუ ვერ გამოიცანით, საით, ეს მონაცემები გიკარნახებთ:
სომხეთმა, ბოლო წლებში, რუსეთთან მძიმე ტექნიკით ვაჭრობა უპრეცედენტოდ გაზარდა – 2023-ში (2021-თან შედარებით) 274 400 პროცენტით, ხოლო 2024-ში (2021-თან შედარებით) 6 500 პროცენტით.
სომხეთის მსგავსად, არც ყირგიზეთში ჩადის საქართველოდან, თითქოსდა, ყირგიზეთში წასული ტვირთი. ამას თავად მსუბუქი მანქანებით მოვაჭრეებიც არ მალავენ.
"დღეს ეს ავტომობილები გადავაფორმეთ ყირგიზეთში დარეგისტრირებულ ჩვენს კომპანიაზე, ახლა ევაკუატორებზე დავტვირთეთ და ვგზავნით ვლადიკავკაზისკენ, იქ მათ დახვდებიან და წაიყვანენ რუსეთში", – ეუბნებოდა ერთ-ერთი ავტოდილერი ანტონ ბაის 2023 წელს, საკუთარ იუთუბ არხზე. ანტონ ბაი რუსი ვლოგერია, საქართველოში ომის დაწყების შემდეგ გადმობარგდა, ბიზნესი ააწყო და სანქცირებულ ავტომობილებს სოციალური ქსელების დახმარებით რუსეთში ყიდის. ამ საქმით, ბაიმ 2022 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე, მინიმუმ, 1.9 მილიონი აშშ დოლარი იშოვა და საკუთარი კომპანიის ფილიალი რუსეთშიც გახსნა.
როგორც ჩანს, იგივე სქემა მუშაობს მძიმე ტექნიკის შემთხვევაშიც. საქართველოში ნაყიდი ტრაქტორები, ექსკავატორები თუ სპეც.ტექნიკა ცენტრალურ აზიაში ექსპორტად ფორმდება, ლარსიდან გადის, თუმცა აზიისკენ გზას აღარ აგრძელებს და რუსეთშივე რჩება. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც.
ქართული მხარე ამბობს, რომ 2024 წელს ყირგიზეთში ექსპორტით 63 მძიმე ტექნიკა წავიდა, ყირგიზეთი კი ამბობს, მხოლოდ 6 მივიღეთო (4 ტრაქტორი + 2 სპეციალური ტექნიკა). რა ბედი ეწია "გაუჩინარებულ" ტვირთს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს ტექნიკა ყირგიზეთში სახმელეთო გზით წავიდა და იქ რუსეთის ტერიტორიის გავლის გარეშე ვერ ჩააღწევდა.
ამ სტატისტიკურ აცდენას საქართველოს ოფიციალური უწყებები იმით ხსნიან, რომ ტვირთი ყირგიზეთში შესაძლოა რეექსპორტით გაიგზავნა. ანუ, საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა და სხვა ქვეყანაში წავიდა. მარტივად რომ აგიხსნათ, თუ ქართულმა კომპანიამ ბულდოზერი თურქეთიდან ჩამოიყვანა, შემდეგ კი ის ყირგიზულ კომპანიას მიჰყიდა, ყირგიზეთმა შესაძლოა ის თურქულ იმპორტად გაატაროს.
თუმცა, საქართველოს თავის სამართლებელ ვერსიას ეწინააღმდეგება 6 ბულდოზერის შემთხვევა. ბაზებში ვნახეთ, რომ ყირგიზეთში საქართველოდან გაიგზავნა 6 ბულდოზერი, როგორც ადგილობრივი ექსპორტი. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ბულდოზერები საქართველოში იდგა, საქართველოდანვე დაიძრა და შესაძლოა, მისი მწარმოებელი ან ამწყობიც საქართველო იყო. ამიტომ, ისინი ყირგიზულ ბაზაში აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც საქართველოდან იმპორტი. თუმცა, ყირგიზეთის 2024 წლის სტატისტიკაში არც ერთი მათგანის შეყვანა არაა აღრიცხული.
გზა #2: საქართველოდან პირდაპირ რუსეთში
2023 წლის ზაფხულში, როცა სანქცირებული მსუბუქი ავტომობილების რუსეთში მოხვედრის გზებს ვიკვლევდით, სომხეთის საზღვართანაც ჩავედით. სადახლოს საბაჟოსთან ერთ ტრაილერის მძღოლს, სომხეთის მოქალაქეს, სახელად კაჯიკს შევხვდით, რომელიც ლარსიდან მოდიოდა და სომხეთში ბრუნდებოდა. კაჯიკმა შემოგვჩივლა, სომხეთიდან ბულდოზერი შემოვიყვანე და რუსეთში მიმყავდა, მაგრამ ლარსზე ქართველმა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მომცეს და უკან მომაბრუნესო. საქმე ისაა, რომ კაჯიკის მძიმე ტექნიკა ამერიკული წარმოების იყო და მისი რუსეთში გაყვანა 2022 წლიდან აკრძალულია.
"ზუსტად ასეთი ბულდოზერი რუსეთში უკვე ორჯერ წავიღე, ერთხელ ათი დღის უკან, მეორედ სამი თვის წინ. დღეს მესაზღვრეებს ვკითხე, ადრე თუ გამატანეთ, ახლა რატომ არ მიშვებთ-თქო? მითხრეს – პროგრამა განახლებადია და ახლა აჩვენა, რომ ეს ტვირთი სანქცირებულიაო", – გვითხრა კაჯიკმა.
როგორც ჩანს, 2024 წელს ლარსზე სიმკაცრემ იკლო. ახლა რუსეთში მძიმე ტექნიკა არათუ სომხეთიდან, პირდაპირ საქართველოდანაც გაგვყავს.
გზა #3: საქართველოდან "შემოვლითი" გზით რუსეთში
როგორც ჩანს, ზოგიერთი ქართული გადამზიდი აკრძალული ტვირთის პირდაპირ რუსეთში ტრანსპორტირებას ერიდება და ამისთვის ირიბ გზებს იყენებს. ასე იქცევა, მაგალითად, შპს "ბასმოტორსი".
ამ ქართულმა კომპანიამ 2024 წლის მარტი-ივნისის პერიოდში РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ს, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარის 10 ცალი მძიმე ტექნიკა გაუგზავნა. ტვირთის ნაწილი, 8 ექსკავატორ-დამტვირთველი ბათუმის სადგომიდან წავიდა, 2 – თბილისიდან, საბოლოოდ კი რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აღმოჩნდა.
იმაში დასარწმუნებლად, რომ "ბასმოტორსის" გზავნილმა რუსეთამდე ნამდვილად ჩააღწია, გადავამოწმეთ მის მიერ გაგზავნილი და РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ს მიერ რუსულ ავტომარკეტზე განთავსებული მოდელები. შევისწავლეთ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე ცნობილი საიტი Avito.ru.
ვიპოვეთ, რომ საქართველოდან გაგზავნილი და РУСКОН СПЕЦТЕХНИКА-ის მიერ Avito.ru-ზე განთავსებული ექსკავატორ-დამტვირთველების მოდელები ერთმანეთის იდენტურია.
გზა #4: საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რუსეთში
ექსკავატორების რუსეთში მოხვედრის კიდევ ერთი მარშრუტია: თურქეთი-საქართველო-ვლადიკავკაზი.
Volza-ს საერთაშორისო ვაჭრობის ბაზიდან ვიგებთ, რომ 2024 წლის 17-30 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში სარფიდან შემოვიდა, ხოლო ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან რუსეთში გავიდა CASE-ის ბრენდის 80 ცალი ექსკავატორ-დამტვირთველი. ტვირთი რუსულ HIGER BUS RUS-ს სამმა კომპანიამ მიაწოდა, მათ შორის ორის, თურქული კომპანიების სახელს ვხედავთ: Kiraç Elektrik İnşaat Mühendislik და Troy İnşaat Müteahhitlik. მესამის სახელი კი ბაზაშიც დაფარულია. HIGER BUS RUS 2022 წელს მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიაა და ძირითადად, ჩინური ავტობუსების რეალიზაციითაა დაკავებული.
ჟურნალისტური გამოძიება სრულად წაიკითხეთ ifact-ზე.
საერთაშორისო ბაზებიდან ნედლი მონაცემების ნაწილი მოპოვებულია OCCRP ID-ის და Erlend Bjørtvedt-ის მიერ. ის ნორვეგიული ანალიტიკური კომპანია Corisk-ის დამფუძნებელია.
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
კომენტარები