CyberHouse – საიმედო პარტნიორი კიბერ უსაფრთხოებაში
CyberHouse კიბერ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიაა. კომპანიის დაარსებას საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს ესტონეთში. On.ge-ს კიბერჰაუსის დამფუძნებლები მიხეილ ბასილაია, დავით აღნიაშვილი და გიგი გურიელიძე ესაუბრნენ.
- მთელს მსოფლიოში კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების დიდი დეფიციტია. საქართველოში ამ მიმართულებით სიღრმისეული პრობლემები 2008 წლის ომისდროინდელი კიბერ შეტევების შემდეგ გამოჩნდა. მას შემდეგ ინფორმაციულ სისტემებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად - გამოწვევები და რისკებიც.
პირველი ნაბიჯების გადადგმაში ძალზე დაგვეხმარა პროფესიული კონტაქტები, დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ უცხოურ კომპანიებთან, მათი გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარა სწრაფად აგვეღო ალღო ამ ბიზნესისთვის. დღესაც ვთვლით, რომ ჩვენი წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საზღვარგარეთ შეძენილმა კონტაქტებმა. მუდმივად ვესწრებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს და ვზრუნავთ მაქსიმალურად განვავითაროთ პარტნიორობა პროფესიულ წრეებთან და ჩვენს სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებთან.
- კონკრეტულად რას საქმიანობს კიბერჰაუსი?
ჩვენ პოტენციურ კლიენტებს ვთავაზობთ:
- კონსალტინგს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში
- IT & ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს
- ტრენინგებს
- შეღწევადობის ტესტს
- ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგს
- ვებ-გვერდების უსაფრთხოებას
- ინფრასტრუქტურის სკანირებას უსაფრთხოების სისუსტეებზე
ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა კომპანიას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი შევთავაზოთ. ბევრი ორგანიზაცია ყიდულობს ძვირად ღირებულ ინფორმაციულ სისტემას ან სერვისს და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩენს, რომ არც ამ სისტემის მართვის რესურსი აქვს და რეალურად არც სჭირდება. ვცდილობთ ყველა ორგანიზაციას მასზე მორგებული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ბიზნეს პროცესები, შესაბამისად რისკებიც, უმეტესწილად განსხვავებულია ამიტომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომები.
ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა უსაფრთხოების და შიდა აუდიტის აუთსორსინგია. ინფორმაციის დაცვა ნებისმიერ კომპანიას სჭირდება, რომელიც დამოკიდებულია ინფორმაციულ სისტემებზე. ხოლო უსაფრთხოების სფეროში კადრების ნაკლებობის გამო, უსაფრთხოებია უფრო და უფრო ძვირდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი სწორედ აუთსორსინგია, როდესაც ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ან აუდიტორის როლს ვითავსებთ ან ორგანიზაციის ოფიცერს ვეხმარებით სხვადასხვა ფუნქციების განხორციელებაში. უკვე გვყავს რამდენიმე მსხვილი კლიენტი ამ მიმართულებით.
- რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას სხვებისგან?
ჩვენი უპირატესობა არის ადამიანური რესურსი და გამოცდილება. კიბერჰაუსი სამმა პარტნიორმა დავაფუძნეთ და მხოლოდ დამფუძნებლებს ჯამში 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გვაქვს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით როგორც კერძო (საბანკო), ისე საჯარო სექტორში. ჩვენ გუნდში 5 წევრია და ვფლობთ შემდეგ საერთაშორისო სერთიფიკატებს:
- Certified Ethical Hacker
- Certified Information Security Manager
- Certified Information Systems Security Professional
- Certified Information Systems Auditor
- ISO 27001 Lead Implementer
- ISO 22301 Lead Implementer
- Cobit 5
უნდა აღინიშნოს კვალიფიკაციის კუთხით, რაც თავისმხრივ გამყარებულია საერთაშორისო სერთიფიკატებით, ჩვენი გუნდი გამორჩეულია ქართულ ბაზარზე. ძირითადი წევრების გარდა, გვყავს გამოცდილი უცხოელი და ადგილობრივი ფრილანსერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროექტებში ერთვებიან. აღსანიშნავია ჩვენი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემისა და ბიზნეს უწყვეტობის დანერგვის მიმართულებით. რომ შევაჯამოთ, ქართულ ბაზარზე ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე გამოცდილი გუნდი გვყავს.
- რას მიიჩნევთ მთავარ გამოწვევად ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით?
გამოწვევად რჩება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული შეხედულებები. ორგანიზაციებში ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ინფორმაციასთან დაკავშირებულ რისკებს და ინფორმაციულ უსაფრთხოების საჭიროებას, ყველას აქვს განცდა, რომ მისი ორგანიზაცია არასოდეს გახდება კიბერ შეტევის მსხვერპლი. სინამდვილეში ეს უბრალოდ დროის საკითხია და სასწორის მეორე მხარეს უმეტესწილად ორგანიზაციის ყოფნა-არყოფნა დგას, პოსტ-ფაქტუმ მოქმედებები დაგვიანებული ან ძალზე ძვირია.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები