კობახიძე: [MEGOBARI აქტი] ამ შემთხვევაში გაიმარჯვა Deep State-მა — მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს Deep State-ს
ქართული ოცნების პრემიერმინისტრ და უკვე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "MEGOBARI აქტი" ჯორჯ ორუელისეულ მიდგომას ავლენს და ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული.
"ძალიან მოკლედ გიპასუხებთ MEGOBARI აქტთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი და აქ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება, მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული.
ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული აქტი," — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, Deep State-სა და დონალდ ტრამპს შორის ბრძოლა გრძელდება, ხოლო "MEGOBARI აქტის" მხარდაჭერით Deep State-მა გაიმარჯვა.
"გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და Deep State-ს შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში Deep State-მა ასე ვთქვათ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ.
გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს Deep State-ს. თუ ასე მოხდება, დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-სთან. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის, არამედ Deep State-ის გავლენის ქვეშ. ჯო უილსონი მაგალითად, ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე Deep State. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა Deep State-მა. მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს Deep State-ს," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 7 მაისს, ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ქართული ოცნების ყრილობა 18 წუთს გაგრძელდა და სიტყვით გამოვიდნენ: პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და აირჩიეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.
შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ კობახიძე ამ თანამდებობაზე მეორედ იქნა არჩეული. ის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იყო.
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
კომენტარები