დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა
დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ალექსი მაჭავარიანი ავრცელებს.
"ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი," — წერს ალექსი მაჭავარიანი.
ვახტანგ მაჭავარიანი 1984–1990 წლებში თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან. იქვე იყო ა. მაჭავარიანის ბალეტ "ვეფხისტყაოსნის" დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან.
1987 წელს იყო საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი.
1990 წელს დააფუძნა "მარინისა" და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო.
1996 წლიდან იყო ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1998–2004 წლებში მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000–2008 წლებში მან რუსეთში დააარსა და ხელმძღვანელობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრ "მილენიუმს".
მისი ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა: ჯ. ვერდის "ფალსტაფი" (2002), რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" (2003). ა. მაჭავარიანის ოპერები: "ჰამლეტი", "მედეა"და სხვა.
მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად იმართებოდა ი. შტრაუსის გალა-კონცერტი. 2010 წლიდან თანამშრომლობს თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან.
2017 წელს მას მიენიჭა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.
ვახტანგ მაჭავარიანი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი.
მან 2022 წელს სიმფონიური სურათი "მარიუპოლი" უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები და კომპაქტდისკები.
წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები