ყველა დროის 15 რჩეული ლუქი მეტ გალადან — ნახეთ ფოტოები
ფოტო: Elle
მეტ გალა ის დღეა, რომლის მოახლოებასაც მოდის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან.
1948 წელს დაარსებული ყოველწლიური ღონისძიება მაისის პირველ ორშაბათს ტარდება ხოლმე ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში. მოდის ყველაზე პრესტიჟული წვეულება მიზნად ისახავს კოსტიუმების ინსტიტუტისთვის თანხების შეგროვებას და ოფიციალურად აღნიშნავს მის ახალ თემატურ გამოფენას. მეტ გალას უცვლელი მასპინძელი მოდის ყველაზე გავლენიანი ჟურნალის, Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტურია, რომელიც ადგენს სტუმრების სიას, დიზაინერების ჩამონათვალს, ადგილების განლაგებას, მენიუს, და, რაც ყველაზე მთავარია, წვეულების თემატიკას.
ტანსაცმლის ხელოვნებაზე, ნიშურ კონცეფციებზე, დიზაინერების შედევრებზე მორგებული ეს გრანდიოზული საღამო მუდამ სავსეა ცნობილი ადამიანებითა და ლუქებით, რომლებზეც სელებრითები დიზაინერებთან და სტილისტებთან ერთად ხშირად მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ ხოლმე.
წარმოგიდგენთ 15 რჩეულ ლუქს, რომელიც წლების განმავლობაში მეტ გალაზე გვინახავს:
ზენდეია 2018 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Vogue
ზენდეიას 2018 წლის ლუქი ვერსაჩეს ეკუთვნის. ამ წლის მეტ გალას თემა "სამოთხისებური სხეულები" იყო, რომელსაც მსახიობმა ჟანა დ'არკით შთაგონებული ჩაცმულობით უპასუხა.
რიანა 2015 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
შეუძლებელია, მეტ გალას საკულტო ლუქებზე ისაუბრო და რიანას მიერ მორგებული გუო პეის კაბა არ ახსენო. ამ გაშლილმა, გიგანტურმა ყვითელმა კაბამ მთელი ინტერნეტსივრცე აალაპარაკა, უამრავ მიმს დაუდო სათავე და, შეიძლება ითქვას, მეტ გალას ისტორიაში ყველაზე ცნობილ კაბადაც იქცა.
ბლეიკ ლაივლი 2022 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
2022 წლის მეტ გალას ერთ-ერთო მოწვეული თანაორგანიზატორი სწორედ ბლეიკ ლაივლი იყო, რომელმაც იდეალურად გაიგო წვეულების თემა: "ამერიკაში: მოოქროვილი გლამური" და თავისუფლების ქანდაკებით შთაგონებული, ვერსაჩეს მეტალის ვიზუალის მქონე კაბა მოირგო.
ქეით მოსი 1995 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Ron Galella
კელვინ კლაინის უზურგო, სადა ყვითელი კაბა იდეალურად გამოხატავს სუპერმოდელი ქეით მოსის ბუნებას — მეტ გალას ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური, "cool", უდარდელი ჩაცმულობაა.
ლივ ტაილერი და სტელა მაკარტნი 1999 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Mitchell Gerber
მეტ გალას ისტორიაში ცოტა რამაა ისეთი საკულტო, როგორც სტივენ ტაილერისა და პოლ მაკარტნის შვილების მიერ მორგებული მაისურები წარწერით "როკის სამეფო საგვარეულო". ამ წლის მეტ გალას თემა სწორედ "როკ სტილი" იყო, სადაც როკის ლეგენდების შვილებმა ხელნაკეთი მაისურები მოირგეს.
ნაომი კემპბელი 1995 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Ron Galella, Ltd.
ნაომი კემპბელი ჯანი ვერსაჩეს ცნობილი მუზა იყო. ალბათ, სწორედ ამიტომაა მისი ეს ლუქი ასეთი ბრწყინვალე და დაუვიწყარი — აშკარაა, რომ ეს კაბა სწორედ მის პროპორციებსა და ნაკვთებზეა მორგებული.
ელიზაბეთ ჰარლი 1997 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
ცოტა რამაა სამყაროში ისეთი იდეალური, როგორც ეს ვერსაჩეს კაბა ელიზაბეთ ჰარლის ტანზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს კაბასთან აქსესუარებიც იდეალურად ჰქონდა შეხამებული — ბეწვის ქურქი, ბრილიანტის ჯვარი, ყველასთვის საოცნებო შეყვარებული...
ფოტო: Getty Images
სარა ჯესიკა პარკერი 2006 წელს
ფოტო: Getty Images
წარმოიდგინეთ, გეცვათ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული დიზაინერის ნამუშევარი და გვერდს თავად ეს გენია გიმშვენებდეთ — სარა ჯესიკა პარკერისთვის მილიონობით ადამიანის ოცნება 2006 წელს რეალობად იქცა, როცა მეტ გალაზე ალექსანდერ მაკქუინის კუბოკრული კაბა მოირგო.
კამერონ დიაზი 2007 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
კამერონ დიაზის მიერ მორგებული უნიკალური სილუეტის კაბა, რომელიც დიორის ხელწერას ეკუთვნის, მეტ გალას ისტორიაში თავის საპატიო ადგილს იკავებს.
მადონა 2009 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
მადონა ყველაზე პროვოკაციული სელებრითია და მისი 2009 წლის მარკ ჯეიკობსის ლუქიც სწორედ მის არაჩვეულებრივ სულისკვეთებას გამოხატავს. მისი საფირმო, გადაჭრილი ხელთათმანები, ტყავის მაღალქუსლიანი ჩექმები, ზედმეტად მოკლე კაბა და რელიგიური აქსესუარები საერთო ჯამში იმ გამორჩეულ ლუქს ქმნიან, რომელმაც მეტ გალას სტუმართა პრეფერენციების სრულიად სხვა კუთხით განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
კიმ კარდაშიანი 2022 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
შეიძლება კიმ კარდაშიანი არ გიყვარდეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მასზე მეტ ძალისხმევას მეტ გალას ლუქებში ბევრი სელებრითი არ დებს. ეს ლუქიც გამორჩეულია — კარდაშიანმა მერლინ მონროს მიერ 1960-იანებში მორგებული კაბა ჩაიცვა, რომელიც მის პროპორციებზე არ იყო გათვლილი, ამიტომ მას უმკაცრესი დიეტის დაცვა მოუწია.
ჰარი სტაილსი 2019 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
მოდი, ხმამაღლა ვთქვათ — კაცების ჩაცმულობა მეტ გალაზე 10-დან 9 შემთხვევაში მოსაწყენია. წითელ ხალიჩაზე ჩვეულებრივი სმოკინგი, რაც არ უნდა გავლენიანი და ცნობილი დიზაინერის მიერ უნდა იყოს შეკერილი, არავის ამახსოვრდება. ჰარი სტაილსის გუჩის ლუქმა 2019 წელს ეს ტენდენცია შეცვალა.
ლანა დელ რეი 2018 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
ლანა დელ რეის გუჩის ლუქი 2018 წლის მეტ გალას თემას, "სამოთხისეულ სხეულებს", იდეალურად ერგებოდა და კათოლიკური სიმბოლიზმით იყო დატვირთული.
შარლიზ ტერონი 2006 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
ეპოქა, როცა შარლიზ ტერონი "დიორის გოგო" იყო...
ლილი-როუზ დეპი 2019 წლის მეტ გალაზე
ფოტო: Getty Images
ლილი-როუზ დეპი კარლ ლაგერფელდის, შანელის ეპოქალური დიზაინერის მუზა იყო. სწორედ შანელის კაბა ეცვა ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილს 2019 წლის მეტ გალაზეც — ამ არქივულმა კაბამ ძველი დიდება ლილი-როუზის ტანზე მორგების შემდეგ მაშინვე დაიბრუნა.
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები