მარიამ ბაჯელიძე: უნდათ, თავიანთი ენთუზიასტებისთვის შეკერონ საქმე, რომ გამოძიება მიდის და ჯგუფი დააიდენტიფიცირეს, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟს აწყობს
"უნდათ, რომ სპეცოპერაციის სახე მიიღოს ამან, რომ გამოძიება მიდის და ჯგუფი დააიდენტიფიცირეს, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟს აწყობს, თავიანთი ენთუზიასტებისთვის უნდათ შეკერონ საქმე", — ამის შესახებ ტვ პირველთან მოძრაობა სირცხვილიას დამფუძნებელმა მარიამ ბაჯელიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს მის საცხოვრებელ სახლში პროკურატურა იყო შესული. ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონი და ლეპტოპი.
"თავიდან ერთ-ერთმა ქალმა მითხრა, რომ იყო მეზობელი, მერე რომ ავიხედე, დავინახე რომ 3 კაცი იყო იმის გარდა და სამხრე კამერაც დავინახე, რომ ჩართული ჰქონდათ და მითხრეს, რომ კარი გამეღო აუცილებლად. რაკი ბავშვთან ერთად ვიყავი და კარის შემომტვრევის სცენები არ მჭირდებოდა, კარი გავაღე. ვკითხე, რას ეძებდნენ, რისთვის იყვნენ შემოსული, მითხრეს, რომ ელექტრონული მოწყობილობების გამო არიან შემოსული და ასევე, თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი მაქვს სახლში. მობილური რომ გამოვრთე მითხრეს, რომ სირცხვილიასთან კავშირში იყო ეს შემოსვლა და განმიმარტეს, რომ ერთ-ერთი იყო საბოტაჟს მუხლი, მეორე იყო უცხოეთიდან დაფინანსების მუხლი და მესამე იყო, რაც მათაც არ ჰქონდათ ინფორმაცია. მობილური რომ ჩამომართვეს და წაიღეს, მერე მეუბნებოდნენ, რომ არაფერი სანერვიულო არ არის, ახლა სახლს შემოვუვლით და წავალთ. საკმაოდ სტრესული გამოცდილება იყო და მგონია, რომ ბოლომდე თავი ვერ დავიცავი...იპოვეს დედაჩემის და ჩემი ძმის კუთვნილი ლეპტოპები და დალუქეს და წაიღეს.
საინფორმაციო ვაკუუმში აღმოვჩნდი, თვითონ მითხრეს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც არიან შესულები, მივხვდი რომ უნდათ, რომ სპეცოპერაციის სახე მიიღოს ამან, რომ გამოძიება მიდის და ჯგუფი დააიდენტიფიცირეს, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟს აწყობს, თავიანთი ენთუზიასტებისთვის უნდათ შეკერონ საქმე", — ამბობს მარიმა ბაჯელიძე.
ამას გარდა, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ: ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ გეგუჩაძის სახლებში.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ფონდების ხელმძღვანელი პირების — ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სოლიდარობის ფონდების საბანკო ანგარიშები 17 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააყადაღა.
- პროკურატურა აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- "გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, პროკურატურამ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს" — შალვა პაპუაშვილი ჩხრეკებზე
- რეპრესიები გაგრძელდება, თუმცა, არავის ეშინია რეჟიმის — ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა
- აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს
- პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში ჩხრეკას ატარებს — ბოლო ცნობები
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები