"ისეთი ხმა იყო დარტყმის, დაიშალა საერთოდ აქცია" — რა თქვა გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის პროცესზე
28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სახით იკითხება.
ბესელიამ პროცესზე გაიხსენა 11 იანვრის, მზია ამაღლობელის დაკავების, ღამე. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან პოლიციას "იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რომ ლამის დანათესავდნენ". ბესელიამ ასევე დასძინა რომ, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის "სულ სხვა ურთიერთობა იყო".
"გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს.
ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება," — განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.
შემდეგ ბესელიამ მზია ამაღლობელის სილის გაწვნის ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო მზია ამაღლობელის "აგრესიით". ბესელიას თქმით, აჭარაში არ არიან მიჩვეულები "ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებას ქალებისგან".
"აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ," — განაცხადა ბესელია.
ბესელიამ აგრესიულობით გამოარჩია ასევე გამოცემა ბათუმელების რედაქტორი, ეთერ თურავა. მისი თქმით, ეთერი "თავგამოდებული აგრესიით" გამოირჩეოდა. ყოფილმა სამართალდამცავმა განაცხადა, რომ ის მზია ამაღლობელს დაკავებამდე არ იცნობდა და ადგილზე მისი იდენტიფიცირება ვერ მოახდინა.
"დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ... ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები," — თქვა ბესელიამ.
ბრალდების მხარემ ბესელიას შემდეგი კითხვა დაუსვა:
— ხმა თუ გაიგეთ [სილის გაწვნის]?
”სახეში დაარტყა ხელი [...]. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია,” — თქვა აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე.
გრიგოლ ბესელიას დახასიათებით, მზია ამაღლობელის საქმეში "დაზარალებული" ირაკლი დგებუაძე არასდროს ყოფილა შემჩნეული ქალბატონების მიმართ ძალადობაში.
"არ არის ეს ბიჭი [ირაკლი დგებუაძე] ისეთი ადამიანი, რომელიც ქალბატონების მიმართ, ან დაკავებულების მიმართ აგრესიულობაში იყოს შემჩნეული," — განაცხადა აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.
მზია ამაღლობელის საქმის მასალები იხილეთ სრულად:
- "განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა" — ირაკლი დგებუაძე
- ცნობილია იმ 4 პოლიციელის ვინაობა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ირაკლი დგებუაძეს, სილის გაწვნის შემდეგ, ლოყა და ყური გაუწითლდა
შეგახსენებთ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები