2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 361 რუსეთის მოქალაქეს მიანიჭეს, ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებზე კი ინფორმაცია კონფიდენციალურია
2025 წლის აპრილში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკის ახალი მაჩვენებლები საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქსტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიანიჭეს. რაც შეეხება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, საქსტატის დოკუმენტში 2020-2024 წლებში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გრაფებში შესაბამისი ინფორმაცია კონფიდენციალურობის გამო მითითებული არ არის.
იმის გასარკვევად რატომ არის მითითებული ირანის ისლამური რესპუბლიკის რამდენ წარმომადგენელს მიენიჭა 2020-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეობა, NEWS.on.ge საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურს დაუკავშირდა.
საქსტატში გვითხრეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს 1-დან 3-მდე მერყეობდა და "კონფიდენციალურობის დაცვის კანონმდებლობის" გამო არ გამოაქვეყნეს.
"კანონის მიხედვით თუ შემთხვევათა რაოდენობა არის 3 ან ნაკლები, ეგ არ ექვემდებარება გასაჯაროებას. შესაბამისად, ეგ რაოდენობა არის მაგ დიაპაზონში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კატასტროფულად მაღალი რიცხვია და დავმალეთ. ერთეულში იგულისხმება 1 პიროვნება.
კანონში გვიწერია, რომ შემთხვევათა რაოდენობა თუ არის ერთი, ორი ან სამი მას არ ვასაჯაროებთ, რომ არ მოხდეს პირდაპირი ადამიანის იდენტიფიცირება. ამიტომ ჩათვალეთ, რომ რაოდენობა 1-დან 3-ს შორის.
"იმიგრანტი" სხვა კატეგორიაა და "მოქალაქეობის მიღება" — სხვა კატეგორია. შეიძლება მოქალაქე იყოს იმიგრანტი და თავისი ქვეყნის მოქალაქეობა შეინარჩუნოს. მაგალითად — ამჟამად საქართველოში ძალიან ბევრი ინდოელი თუ სხვა ეროვნების სტუდენტია. შეიძლება ისინი არიან შემოსული საქართველოში, განიცადეს იმიგრაცია, მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველო, მაგრამ მათ საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღიათ. სხვა რაოდენობაა რამდენი იმიგრანტი გვყავს საქართველოში და სხვა რაოდენობაა რამდენმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა," — განაცხადა წარმომადგენელმა.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან 2025 წლამდე რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა — 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიანიჭეს.
მთლიანობაში, გასულ 2024 წელს, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 587 პირს. აქედან 2 739-ის დაბადების ადგილია საქართველო, 844-ის — სხვა ქვეყანა, ხოლო 4 პირის შემთხვევაში — არ არის მითითებული.
2014-დან 2024 წლამდე საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 24 866 რუსეთის მოქალაქემ მიიღო.
გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა 1 592 პირს. აქედან 1 177-ის დაბადების ადგილია საქართველო, 414-ის სხვა ქვეყანა, ხოლო 1-ის არ არის მითითებული.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები