მდინარაძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იქნება ბოლო ტყვია ევროკავშირის შანტაჟის იარაღში
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არ ელოდება, რადგან ეს "შანტაჟის იარაღში" ბოლო ტყვია იქნება.
"[ვიზალიბერალიზაციის გაუქმება] ჩემი აზრით, სწორად იქნება აღქმული იმიტომ, რომ აქამდე ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი სწორად აღიქვა და ამასაც სწორად აღიქვამს.
მე მაგალითად [ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას] რატომ არ ველოდები , შეიძლება ხშირად მითქვამს საკუთარ თავზე და სხვებიც ასე მიცნობენ, რომ ოპტიმისტი ვარ. რატომ არის ნაკლები მოლოდინი, პირადად ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს შანტაჟის იარაღში ბოლო ტყვია იქნება და შანტაჟს, რომ აზრი ეკარგება აქამდე, როგორც წესი, შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე.
ახლა რას ვგულისხმობ ამაში ზუსტად რომ ვთქვა — მათი მხრიდან იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს. თუკი ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ მეტი დასაშანტაჟებელი სვლა აღარ არსებობს," — განაცხადა მამუკა მდინარაძემ
ოცნების ლიდერმა ასევე დასძინა, რომ თუ ეს ნაბიჯი ქართულმა სახელმწიფომ გადაიტანა, ამით ის "თავის გადაწყვეტილებას ამყარებს და სუვერენიტეტს ბოლომდე განამტკიცებს". მდინარაძის განცდებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემდეგ, ევროკავშირი ქართულ ოცნებას "ომის დაწყებას" ვეღარ მოსთხოვს.
"ანუ, ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, [ეს ნიშნავს, რომ] ბოლომდე მყარად რჩება თავის გადაწყვეტილებებში, სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა და უკვე სავაჭრო, სალაპარაკო დასაშანტაჟებელი, ომის დასაწყებად იქნება, თუ რაღაცა სხვა მათთვის რაღაც ბერკეტების მისაცემად, სასამართლოს გადასაცემად, აი დამოუკიდებელი არ უნდა იყოსო ჩვენ უნდა მოგვცეთო, პრაქტიკულად ეს არის ხომ მესიჯი გარედან, რომ ბერკეტი გვქონდეს, როცა მოგვინდება მაშინ აგატრიალოთ და ავაყირაოთ ხელისუფლება.
ამის შემდეგ, რაღა უნდა ქნან? რით უნდა დაგვემუქრონ? ახლა ხომ იმუქრებიან ამით. რით უნდა დაგვემუქრონ, უბრალოდ ახლა ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მეტი გზა დასაშანტაჟებლად აღარ არის. ანუ, შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, ვიდრე კიდევ რაღაც გრჩება. ყველასთვის მარტივ ენაზე, რომ ვთქვა, ბოლო კარტის გადმოგდებას ასე მარტივად არ უზრუნველყოფენ," — თქვა მამუკა მდინარაძემ.
15 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით — მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ის 4 მიზეზს ასახელებს, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლად შეიძლება განიხილოს. მათ შორის ერთ-ერთი მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება.
ამის შემდეგ ქართული ოცნების და მისი სატელიტი "ხალხის ძალის" პარტიის წარმომადგენლები ევროპის და ევროკავშირის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აკეთებენ.
შეგახსენებთ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. გასული წლის ნოემბერში კი ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს 2028 წლამდე აპაუზებს.
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები