მახარე პატაშური: მხარს ვუჭერდით ჭიათურის პროტესტს და 1-ელ მაისს მასშტაბური აქციის გამართვას ვაპირებთ, შესაძლოა, "ლაბორში" ჩხრეკას ამას უკავშირდებოდეს
"აგრო-მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის" ("ლაბორი") პროფკავშირის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც "ლაბორის" იურისტი განმარტავს, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი მათთვის უცნობია — ისინი არ დაეთანხმნენ გამომძიებლების მიერ წარდგენილ განჩინებას. თუმცა, ამის მიუხედავად, ოფისში ჩხრეკა რამდენიმე საათია მაინც მიმდინარეობს.
"სასამართლო განჩინება წარმოგვიდგინა გამომძიებელმა, რომლის თანახმადაც 4 მისამართზე აპირებს ჩხრეკის ჩატარებას. ოღონდ, განჩინებაში არ აქვთ მითითებული რა მუხლით მიმდინარეობს ეს ჩხრეკა. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განჩინებას. ვაპირებთ, გასაჩივრებას," — აცხადებს "ლაბორის" იურისტი.
პროფკავშირების წევრმა, მახარე პატაშურმა მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ ჩხრეკის ლოკაციებიდან ერთ-ერთი ჰუალინგ-ცენტრიც არის, სადაც ორგანიზაციამ 2 თვის წინ, ერთჯერადად, სხდომა მოეწყო.
"ამ მომენტში 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს ჩხრეკა: ჩვენი ოფისი, მეორე თავმჯდომარის სახლი, ძველი ოფისი, რომელიც დიდი ხანია დატოვებული გვაქვს და არანაირი დოკუმენტაცია არც იქ და არც თავმჯდომარის სახლში არ არის. მეოთხე [ჩხრეკის ლოკაცია] არის ჰუალინგის სივრცე, რომელიც 2 თვის წინ გვქონდა ნაქირავები, რათა გამგეობის სხდომა მოგვეწყო.
განჩინებაში არ ეწერა, უშუალოდ, რატომ მიმდინარეობს ჩხრეკა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერდით მხარს იურიდიულად და ფინანსურად ჭიათურის პროტესტს. ასევე 1-ელ მაისს მასშტაბური აქციის გამართვას ვაპირებთ და შეიძლება ამასთანაც იყოს დაკავშირებული ეს ყველაფერი," — განაცხადა მახარე პატაშურმა.
"ლაბორის" წევრ დავით ლომჯარიას განცხადებით, განჩინებაში თანხების მითვისებაზე და საბუთების გაყალბებაზეა საუბარი.
"თავიდანვე ბუნდოვანი იყო ყველაფერი, რადგან განჩინებაში არ არის ზუსტად მითითებული, თუ რა უნდა მოიძებნოს. მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ შეგიძლიათ გაასაჩივროთო.
ორ მუხლზეა საუბარი, ერთი უკავშირდება თანხების მითვისებას, მეორე — საბუთების გაყალბებას," — განაცხადა დავით ლომჯარიამ.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ოფისში მყოფ "ლაბორის" თანამშრომელს ლაივ-ვიდეო გაათიშვინა. "ლაბორის" ოფისში და კიდევ 3 ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ინტერპრესნიუსს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, რომ საგამოძიებო უწყება პროფკავშირ "ლაბორში" საგამოძიებო მოქმედებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ატარებს. სხვა დეტალების შესახებ, უწყება განმარტებებს, ამ ეტაპზე, არ აკეთებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები