SJC: თეა წულუკიანის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების საბაზისო იდეას
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოების დაწყებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს საქმე რეპრესიული კანონმდებლობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების კიდევ ერთი აშკარა.
23 აპრილს, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზე ორი მოქალაქე – ალბი კორძაია და ბექა პაპაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარა. როგორც ცნობილია, მოქალაქეები 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მან რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს – გიორგი ანწუხელიძეს "ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული" უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ზუსტად არ დგინდება რომელი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება შსს ალბი კორძაიას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას მას წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძველზე მიუთითეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების საფუძველი სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ შეურაცხყოფის მუხლი გახდა. ნორმა, რომელმაც ეს სამართალდარღვევა შემოიღო, კოდექსს ქართულმა ოცნების 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაემატა და იგი რამდენიმე მიზეზის გამოა პრობლემური. პირველ რიგში, ის ბლანკეტურ, ზოგადი ხასიათის შეზღუდვას აწესებს, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა. ორივე ინსტიტუტის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები და ბლანკეტური შეზღუდვები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან მოდის წინააღმდეგობაში.
პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების საბაზისო იდეას, ვინაიდან დაცვა, პირველ რიგში სჭირდება არა საყოველთაოდ მოწონებულ და გაზიარებულ იდეებს, არამედ იმ გამონათქვამებს, რომელიც კონკრეტული პირისა თუ საზოგადოების ნაწილისთვის შეიძლება მიუღებელი ან შეურაცხმყოფელი იყოს, — ნათქვამია გავრცელბულ ინფორმაციაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები