BBC: ლონდონში რუსეთ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი აღარ დაესწრებიან
ფოტო: CBS
დღეს, 23 აპრილს, ლონდონში უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აღარ მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ BBC წერს.
მოლაპატაკებების მაგიდასთან იქნებია: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
რუბიოსა და უიტკოფის ნაცვლად მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპის უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი დაესწრება.
ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა მოლაპარაკებებზე განიხილონ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უიტკოფი ამ კვირაში მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეოთხე შეხვედრისთვის.
ეს ყველაფერი Financial Times-ის რეპორტაჟის ფონზე მოხდა, რომლის თანახმადაც რუსეთი შესაძლოა მზად იყოს შეაჩეროს ომი უკრაინაში ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების სანაცვლოდ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მასთან ასეთი წინადადებები არ ყოფილა განხილული და უარყო ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება.
"უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. სალაპარაკო არაფერია", — თქვა მან სამშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინმა ცალმხრივად გამოაცხადა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის შაბათ-კვირისთვის, თუმცა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ სამშაბათს თემთა პალატას განუცხადა, რომ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ ვერ აღმოაჩინა თავდასხმების შენელების მტკიცებულება.
"მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა განაცხადა, რომ აღდგომის ზავი გამოაცხადა, მან ის დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, მან უარყო სრული ცეცხლის შეწყვეტა და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამბობს, რომ ბრძოლის დასრულება სურს, ის მოლაპარაკებებში დროის მოგებას აგრძელებს", — განაცხადა ჯონ ჰილიმ.
ოთხშაბათს დილით, უკრაინის ქალაქ მარჰანეცში ცხრა ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსულმა დრონმა ავტობუსს დაარტყა.
შეფასებულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველა მხრიდან ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა და ამჟამად მსოფლიოში თითქმის შვიდი მილიონი უკრაინელი ლტოლვილადაა რეგისტრირებული.
კონფლიქტი ათ წელზე მეტი ხნის წინ, 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი ჩამოაგდეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები