სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეებს და საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ რეჟიმთან თანამშრომლობაში
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე დიდი ბრიტანეთის მიერ 10 აპრილს "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. მან მიმართა "მოსამართლეებს, ყველას — ვინც ჩართულია რეპრესიებში, რომ გონს მოეგონ და არ შევიდნენ რეჟიმთან ამ ტიპის თანამშრომლობაში".
"მინდა ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის სანქციებზე, რამაც ძალიან ააღელვა „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც თავისი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი აქვს შენახული ბევრ მაღალჩინოსანს. ამიტომ, ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის, ნამდვილად ძალიან საგანგაშოა. ასევე, ვიცით, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თავისი აქტივები გადმოიტანა, ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ა.შ. ეს გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან უშუალოდ ის პირები, ვინც ჩართულები და პასუხისმგებლები არიან რეპრესიების იმპლემენტაციებზე.
მინდა პირადად მივმართო მათ, მოსამართლეებს, ყველას, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული. მინდა ვუთხრა მათ - თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე. ჩვენი, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მხრიდან, არანაირი სურვილი არაა მომავალში შურისძიებების, რადგან შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. ეს მორალური პასუხისმგებლობა, როდესაც ხვალ, ზეგ თუ მაზეგ საზოგადოებას თვალებში ჩახედავ, ძალიან რთული სატარებელია.
კიდევ ერთხელ, წაიკითხეთ "ქართული ქარტია". იქ შურისძიების არანაირი ზომები გათვალისწინებული არ არის. გათვალისწინებულია ყველა რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებულია და ყოველდღიურად იღებენ. შემდგომ უკვე სასამართლოზე მუშაობა, რადგან ამ ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების ხელისუფლების ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.
შალვა ბედოიძე — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
მირზა კეზევაძე — შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კარლო კაციტაძე — სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი,
გიორგი გაბიტაშვილი — გენერალური პროკურორი.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და სამოგზაურო აკრძალვას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. აღნიშნული სანქციები ითვალისწინებს ფინანსური სახსრების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩართულნი სერიოზულ კორუფციაში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები