Daily Express: თბილისში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულ ლივერპულელ ბარმენს, რომელიც ციხეში აწამეს, სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ
ფოტო: express.co.uk
2024 წელს პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, 28 წლის დენიელ ტრევისს, საქართველოს დატოვების და დიდ ბრიტანეთში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ მას შემდეგ, რაც, პოლიციის მტკიცებით, ის პარლამენტში "შეჭრისთვის" 12 დღით საპატიმროში იმყოფებოდა, — ამის შესახებ Daily Express წერს.
"ბრიტანელი ბარის მენეჯერს, რომელიც გასულ წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს საქართველოს პარლამენტში "შეჭრის" გამო 12 დღით დააპატიმრეს და აწამეს, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. 28 წლის დენიელ ტრევისმა Daily Express-ს განუცხადა, რომ შიშობს, რომ კვლავ დააპატიმრებენ, თუ სექტემბერში, ვიზის ამოწურვამდე, საქართველოს ვერ დატოვებს," — ნათქვამია სტატიაში.
ტრევისი ლივერპულში ბარმენად მუშაობდა, მანამდე 13 წელი ლონდონში ცხოვრობდა, 2024 წლის სექტემბერში კი თბილისში ჩამოვიდა. ის მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ 2024 წლის დეკემბერში ციხიდან გამოსვლის შემდეგ, "პროპუტინისტი" მთავრობის სამართალდამცავები კვირების განმავლობაში უთვალთვალებდნენ შემდეგ კი ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.
"ჩემი ჩანთები უსაფრთხოების კონტროლში გავატარე, ყველაფერი დაასკანერეს, ყველაფერი წესრიგში იყო. საპასპორტო კონტროლისკენ გავემართე, რათა გასამგზავრებლად ბეჭედი ჩაერტყათ და მითხრეს, რომ [ქვეყნის] დატოვება არ შემეძლო. მათი თქმით, საჭირო იყო, "წავსულიყავი და პრობლემა მომეგვარებინა", რა პრობლემა-მეთქი და მიპასუხეს, "აქაა ნომერი, ამ ნომერზე დაურეკეო," — ამბობს Daily Express-თან ტრევისი.
მისი თქმით, ტელეფონის ნომერი პოლიციელს ეკუთვნოდა, რომელიც მას თბილისში სახლიდან ყოველი გამოსვლისას პასპორტს სთხოვდა და ფულსაც სძალავდა.
"მან მითხრა, რომ მისთვის 1000 ლარის გადახდა იყო საჭირო. პოლიციის განყოფილებაში წავედი, 1000 ლარი გადავიხადე — ქვითარი არ მომცეს. არ ვიცი, თავისთვის დაიტოვა თუ რა ქნა. სრული სისულელეა," — აცხადებს ტრევისი.
ტრევისი ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ პოლიციელისთვის თანხის გადახდის შემდეგ იფიქრა, რომ "საქმე დახურული" იყო და კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს დატოვება. ამჯერად თურქეთში გადასვლა სურდა ავტობუსით, თუმცა, მისი თქმით, საზღვრის გადაკვეთის ნებართვა კვლავ არ მისცეს. ამჯერად პოლიციელებმა მას 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.
"იგივე გააკეთეს. ვიღაცას დაურეკეს და მან თქვა, რომ "ამ ადამიანს უნდა დაუკავშირდე, პოლიციის განყოფილებაში უნდა მიხვიდე და პრობლემები მოაგვაროო".
ამჯერად მას 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თუმცა ტრევისმა თანხის გადახდაზე უარი თქვა.
"მე უბრალოდ უარი ვთქვი. ბათუმში დავბრუნდი და კონტაქტი აღარ მქონია პოლიციელთან, რადგან არ ვიცი, ჩემს მოტყუებას ცდილობს თუ რა უნდა. ბრიტანეთის საელჩოსთან მაქვს კონტაქტი და ახლა ისინიც ცდილობენ პრობლემის მოგვარებას," — დაამატა მან.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი Daily Express-ის სტატიაში აცხადებს, რომ მხარდაჭერას უცხადებენ დენიელ ტრავისს და საქართველოს "ხელისუფლებასთან" კონტაქტი აქვს.
NEWS.ON.ge შეეცდება დენიელ ტრევისის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს.
სტატია განახლდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები