"გადაინაწილე ზრუნვა" — გაეროს ქალთა ორგანიზაცია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გადანაწილებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს
საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, მაგალითად, სახლის დალაგებაზე, საჭმლის მომზადებაზე, ბავშვისა და მოხუცის მოვლაზე, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ ვიდრე კაცები. ეს წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი საათი და 10 მილიარდი ლარია. ზრუნვის შრომის გარეშე ნებისმიერი ოჯახისა თუ საზოგადოების ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მას შრომას იშვიათად უწოდებენ. შეუმჩნეველი რჩება ქალების ძალისხმევაც, მიუხედავად იმისა, რომ დროის ასეთი არათანაბარი გადანაწილება ნეგატიურად უპირველესად მათ პროფესიულ რეალიზებაზე, განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე აისახება.
ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანია "გადაინაწილე ზრუნვა", რომელიც ძირითადად ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. მულტიმედია მასალებითა და ინფლუენსერების მონაწილეობით, ის ყურადღებას აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის მნიშვნელობასა და მისი გადანაწილების აუცილებლობაზე ამახვილებს. საგულისხმოა, რომ ინიციატივაში ჩართულია ონლაინმაღაზია Veli Store-ც, რომელიც შესაბამის საინფორმაციო მასალებს საკუთარ მომხმარებლებში ავრცელებს.
კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა ახალგაზრდებთან. თემატური ღონისძიებები 5 უნივერსიტეტში გაიმართება და აუნაზღაურებელი შრომის ირგვლივ მსჯელობას მიეძღვნება. კამპანიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად ახორციელებს.
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილების მიზეზი უპირველესად გენდერული სტერეოტიპებია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში“ ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მე-2 ადამიანის აზრით, ბავშვების დაბანა, კვება, მათთვის საფენის გამოცვლა უფრო დედის პასუხისმგებლობაა. ამას გარდა, 71% მიიჩნევს, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში ყველა ოჯახს არ მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღებზე, დღის ცენტრებზე, გახანგრძლივებულებსა და შინ მოვლის მომსახურებებზე. შესაბამისად, კამპანიის "გადაინაწილე ზრუნვა" ერთ-ერთი მიზანი სტერეოტიპების ირგვლივ დისკუსიის დაწყება, ზრუნვის შრომის გადანაწილების პოპულარიზაცია და შესაბამისი პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობაცაა.
კამპანია, რომელიც მაისში დასრულდება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები