კალაძის თქმით, "ვარკეთილის" მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გაფორმდა
დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა.
მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიზეზებსა და მიმდინარე სამუშაოებზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ პროექტებზე, გაკეთებულ საქმეებზე, რაც 2017 წლიდან მოყოლებული ნათლად ჩანს დედაქალაქში, მაგრამ არსებობს გამოწვევები და პრობლემებიც. დღეს მინდა, ერთ პრობლემურ საკითხზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია, რომლის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა დაუყოვნებლივ დაიწყო, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გამოგვიცხადებია ტენდერი და კომპანიები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველად შერჩეულმა სამშენებლო კომპანია "მამისონმა" ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა.
"არაერთი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2021 წელს შეირჩა საპროექტო ორგანიზაცია, შპს "თი დი ეს", რომელმაც დასრულებული, ექსპერტიზა გავლილი პროექტი წარმოადგინა 2022 წლის იანვარში. პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროექტის დასრულება", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განმარტებით, პროექტის ძირითად სამუშაოს წარმოადგენს მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე, საესკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა.
თბილისის მერის თქმით, ძველი ჭერის დემონტაჟის შედეგად გამოიკვეთა უშუალოდ რკინაბეტონის თაღის, მათ შორის, გეომეტრიული პარამეტრების კვლევის აუცილებლობა და სხვა კვლევებთან ერთად, ორჯერ ჩატარდა ზედაპირის სრული სკანირება.
"ასევე, განახლებული პროექტის ექსპერტიზის ეტაპზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სიღრმისეული შესწავლა, რაც ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების რესურსებით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, ვისაც ასეთი ტიპის მეტროსადგურებზე უმუშავია. როგორც იცით, თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ამიტომ, მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს "პრობილდ ექსპერტთან“" და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება", — განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია "ბადაქონსთრაქშენმა" უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი, ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები, შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო მასალა და სხვა.
კახა კალაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები