ნიკოლოზ სამხარაძე

1 Apr. 2025, 13:09

"საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ჩვენ მზად არ ვართ გავხდეთ კავშირის წევრი, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო 5 წელიწადში, კერძოდ 2030 წელს, განვახორციელებთ ყველა საჭირო რეფორმას გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რათა 2030 წლისთვის მზად ვიყოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩნდება კითხვა, არის თუ არა მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად დგას...

ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით. მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე - გავიდა 17 წელი - ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

თუ მომდევნო 15 წელიწადში ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი".

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუმინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომლის ქართულ თარგმნასაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  3. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  4. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი
  5. სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა

თუ გვერდზე გადავდებთ ავარიით ან რაიმე სხვა ტრავმით ნაადრევ სიკვდილს, ტყუპებზე ჩატარებული უპრეცედენტო კვლევის მიხედვით,…