თბილისის 197-ე საბავშვო ბაღში ანონიმური ყუთს სახელი შეუცვალეს და დააწერეს: "მშობლებო! თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია"
25 მარტს საბავშვო ბაღში მისულ მშობლებს ასეთი ანონიმური ყუთი დახვდათ, რაც, მათი თქმით, ძალიან ჰგავდა "საბჭოთა დროის დასმენას". მშობლებისა და საზოგადოების რეაქციის შემდეგ, ბაღის ადმინისტრაციამ ყუთზე წარწერა შეცვალა.
"ჩემი შვილების ბაღში დადგეს ყუთი, წარწერით: "ანონიმური ყუთი", რომელიც ჩემი პროტესტის და საზოგადოების ჯანსაღი პოზიციის შემდეგ შეიცვალა ასეთი ყუთით", — წერს ჟურნალისტი თამთა ჯანაძე სოციალურ ქსელში და ძველი და ახალი ყუთების ფოტოებს აქვეყნებს.
თბილისის 197-ე საბავშვო ბაღში ანონიმური ყუთს სახელი შეუცვალეს და დააწერეს: "მშობლებო! თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია".
ფოტო: თამთა ჯანაძე
მანამდე თამთა ჯანაძე წერდა, რომ ასე ჩუმად "დანოსების" წერა სამარცხვინოა.
"ჩემი შვილების საბავშვო ბაღში დღეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით, ეს ანონიმური ყუთი დამხვდა.
მოკლედ, ზედმეტად რომ არ შევწუხდეთ მშობლები პრეტენზიების გამოთქმის გზების ძიებით, ბაღების სააგენტო მარტივ გზას გვთავაზობს: დაწერ "დანოსს", გაიხედ-გამოიხედავ, ხომ არავინ გიყურებს, მოათავსებ ამ ყუთში და ყველა პრობლემა "მოგვარდება".
ამას როგორ გვიბედავთ ან ჩვენ — მშობლებს, ან იმ პედაგოგებს, რომელთა შრომაც 400-500 ლარად გაქვთ შეფასებული? (აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი 2200 ლარია).
ანუ რას გვეუბნებით? რომ მასწავლებელს, რომელსაც ჯგუფში არანაკლებ 50-60 ბავშვი ჰყავს და სრულიად მათხოვრული ხელფასის მიუხედავად, არაადამიანური შრომის გაწევა უწევს, ჩავუსაფრდე და თუ რამე არ მომეწონება, ჩუმად დავასმინო?
თბილისის მერია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტო, პრეტენზიები ჩვენს საგანმანათლებლო სისტემასთან მე რომ მაქვს იმდენი უნდა, გინდ სკოლამდელთან და გინდ სასკოლოსთან და როცა საჭიროდ ვთვლი, არც საკუთარი სახელით და გვარით გაპროტესტებაზე დამიხევია უკან, მაგრამ ცხოვრებაში ჩუმად და ასე ნაბიჭვრულად არაფერი გამიკეთებია და ეს რამ მოგაფიქრათ?
ეს სამარცხვინო ანონიმური ყუთები მოაშორეთ დაუყოვნებლივ!!! ვიდრე ბავშვებმა შეამჩნიეს და დასვეს ყველაზე საშიში კითხვა: რაში გვჭირდება ეს თეთრი ყუთი?", — წერს თამთა ჯანაძე.
რადიო თავისუფლებას ცნობით, ბაღში განმარტეს, რომ მათთვის ეს მხოლოდ მშობლებთან კომუნიკაციის და უკუკავშირის, მათ შორის კრიტიკის მიღების ერთ-ერთი გზაა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები