გამოიძიოს ძალადობრივი დაკავებები, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, თავი შეიკავოს FARA-ს ამოქმედებისგან — რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში?
ფოტო: Council of Europe
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა "საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობაზე" რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 101-მა წევრმა, 10 იყო წინააღმდეგი.
რეზოლუციის მიხედვით, კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
დაუყოვნებლივ აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე;
გააუქმოს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", და თავი შეიკავოს FARA-ს ამოქმედებისგან;
სრულყოფილად გამოიძიოს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, როგორც ეს რეკომენდებულია ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ;
გაათავისუფლოს დაკავებულები, მათ შორის, ქალბატონი მზია ამაღლობელი;
გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი საკამათო ცვლილებები და აღადგინოს ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეები;
"საქართველოში მზარდი პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოხატულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე: ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ადგილობრივმა და რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლებმა; ასევე, ეს გაძლიერდა EU-ში გაწევრების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ;
პოლიტიკური სივრციდან ოპოზიციის მზარდმა მარგინალიზაციამ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის არარსებობამ გამოიწვია პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო გაქრობა, მათ შორის, მუნიციპალურ საბჭოებში. ამ ვითარებამ გამოიწვია მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია და აიძულა ოპოზიცია, ბოიკოტი გამოეცხადებინა ყველა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის, რამაც შეამცირა მოლაპარაკებისა და მედიაციის სივრცე;
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) მიღების მეტად კონტროვერსული პროცესის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა დაშინება და სტიგმატიზაცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, რაც ზღუდავს მათი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, კრიტიკულია თუ არა იგი ხელისუფლების მიმართ და მიუხედავად იმისა, ახდენს თუ არა მასზე გავლენას საერთაშორისო დისკურსი;
სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიებმა ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში, დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე, შეკრების თავისუფლება. ამასთან, საქართველოში შეკრების თავისუფლება ასევე შეზღუდა ბოლო დროს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სანქციების გაზრდასა და საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს;
სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციამ, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა;
საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოხატულია შეშფოთება საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებასთან, ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებასთან და საარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც არათანაბარ პირობებს ქმნის კანდიდატებს შორის და ამახინჯებს ამომრჩეველთა ნებას;
საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ბოლო არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე, რაც არ არის თანხვედრაში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპთან. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რითაც საფრთხე ექმნება მის დამოუკიდებლობას;
შედეგად, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი პრობლემა და გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობის ჩამოშლას იწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და აზიანებს ადგილობრივ დემოკრატიას, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების გასამართად ნდობაზე დაფუძნებული გარემოს არსებობის შესაძლებლობას არ ქმნის, მეტიც, უფრო ამწვავებს სიტუაციას;
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
დაუყოვნებლივ აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის გზით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა შემცირდეს პოლარიზაცია, აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმები და დარეგულირდეს ოპოზიციის მონაწილეობის უფლებები;
გააუქმოს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", და თავი შეიკავოს FARA-ს ამოქმედებისგან, ამასთან, თავიდან აირიდოს ნებისმიერი ქმედებები, რაც უფრო მეტად შეუშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ექნება მსუსხავი ეფექტი მედიასაშუალებებზე ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც საბოლოოდ დააზიანებს ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოში;
სრულყოფილად გამოიძიოს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, როგორც ეს რეკომენდებულია ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ; გაათავისუფლოს დაკავებულები, მათ შორის, ქალბატონი მზია ამაღლობელი; უზრუნველყოს სამართლებრივი საფუძვლიანობა, აუცილებლობა და პროპორციულობა მუნიციპალიტეტებში საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებულ სანქციებში;
გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი საკამათო ცვლილებები და აღადგინოს ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეები", – ნათქვამია რეზოლუციაში, რომლის თარგმანსაც ტაბულა ავრცელებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები