ბაღდათის მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა
2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" (CESL) ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში ღვინის პირველი ევროსტანდარტის ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.
თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მნიშვნელოვან განვითარებას, ღვინის ექსპორტის ზრდას და მეღვინეებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანობის არსებობას.
ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა და დაკავშირებული იყო ტრანსპორტირების ხარჯებთან. ამიერიდან კი რეგიონში ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დროული ლაბორატორიული მომსახურება მარტივი, სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა გახდება, რაც ზოგადად დასავლეთ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
"ბაღდათში ღვინის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს საჭიროებებს მოემსახურება, მნიშვნელოვანი მაგალითია, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს რეგიონების მიმართ. ინვესტიციის მიზანია, მდგრადი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას, რაც გულისხმობს, რომ გაუმჯობესებული ღვინის ხარისხი და შემცირებული ხარჯები გაზრდის მეწარმეთა ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, მოცემული ინიციატივის შემუშავება და განხორციელება მართლაც ევროპული მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და პროფესიულ სასწავლებლებს", — განაცხადა ღვინის ლაბორატორიის გახსნისას GIZ-ის პროექტის, "ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" (CESL) მთავარმა ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.
ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით GIZ ახორციელებს 4-წლიან პროგრამას — EU4ITD — "ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი", რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. ამ სოლიდური პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები