თემურ ქათამაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2800 ლარით დააჯარიმა
ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2800 ლარით დააჯარიმა.
კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე "ბათუმელ მედროშეს", თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათამაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ქათამაძემ განაცხადა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ კლინიკა "ვივამედის" მონაწილეობით "სპეცოპერაცია ჩაატარა" — ბათუმელ მედროშეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენის მკურნალობა არ ჩაუტარეს და მას ნორმალური პაციენტისთვის განკუთვნილ საკვებს აძლევდნენ. ქათამაძემ ასევე დასძინა, რომ მან "ვივამედის" ადმინისტრაციისა და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად, იძულებული იყო შეეწყვიტა მკურნალობა კლინიკაში და მიგრაციის დეპარტამენტში დაბრუნებულიყო. სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებისთვის ითხოვა დრო ქათამაძემ და სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
"ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გადაყვანილი ვიყავი კლინიკა "ვივამედში", სადაც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სპეცოპერაცია კლინიკა "ვივამედის"ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ცდილობდა ჩემი სიცოცხლის სიკვდილის საფრთხის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით, რომელიც ჩემნაირი 50 დღით მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო. [კვება] მომზადებული იყო ნორმალური პაციენტებისთვის…
მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ვივამედის ადმინისტრაციის და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად კვების აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა ვივამედში და დავბრუნდი უკან მიგრაციის დეპარტამენტში ჩემი მკურნალობის მეორე დღეს. კლინიკიდან წამოვიღე კვების 5 კონტეინერი, ჩემს ოთახში შევინახე, განთავსებული არის 116-ე ოთახში, მტკიცებულების სახით, რაც კლინიკაში არასათანადოდ მომაწოდეს და ჩემი სიცოცხლე მიზანმიმართულად საფრთხის ქვეშ დააყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემ მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება…. გთხოვთ, დრო მომცეთ აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა საკითხების შეგროვებისთვის, გადადოთ ჩემი საქმის პროცესი," — მიმართა ქათამაძემ მოსამართლეს.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავე. მან პროტესტის ნიშნად, 48-ე დღე იშიმშილა. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობდა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
მეტი თემურ ქათამაძის შესახებ:
- ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება და უჩივის
- თემურ ქათამაძე: "ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს"
- სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა — სასამართლოში ქათამაძემ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა
- თემურ ქათამაძე "ვივამედიდან" მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს
- თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა
- საია-ს ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
კომენტარები