გიორგი ახობაძე: "პირველ რიგში, მინდა შმაგი გობეჯიშვილს [პროკურორი] მივულოცო, გავიგე ბალტიის ზღვაზე მიდის დასასვენებლად"
"პირველ რიგში, მინდა შმაგის [შმაგი გობეჯიშვილი, პროკურორი] მივულოცო, გავიგე ბალტიის ზღვაზე მიდის დასასვენებლად", — ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მან პირველივე პროცესზე განაცხადა, რომ ჯიბეში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ჩაუდეს, მაგრამ ამ ფაქტის გამოძიება არ დაწყებულა.
"პირველ რიგში, მინდა შმაგის [შმაგი გობეჯიშვილი, პროკურორი] მივულოცო, გავიგე ბალტიის ზღვაზე მიდის დასასვენებლად…
რაც შეეხება საქმეს, როგორც მე საპროცესო კოდექსში წავიკითხე, ამხანაგ გობეჯიშვილს უფლება-მოვალეობა აქვს, რომ კონკრეტული საქმე სრული სიმართლით გამოიძიოს. მაშინ, როდესაც მე პირველივე პროცესზე ვახსენე, რომ მოხდა კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, სამსახურებრივი მდგომარეობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჩემს ჯიბეში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების მოთავსება, წიგნი არ შემომატანინეს და მან ჩემზე უკეთესად იცის, რომ "საპროცესო კოდექსით" მას ევალება, როგორც კი მის გასაგონად მე ეს გავაჟღერე, გამოძიება დაეწყო. რა თქმა უნდა, ეს არ დაუწყია. კითხვა მაქვს გობეჯიშვილთან: "მაგნიტსკის სიას" აღიარებთ? დიახ, საქმესთან ახლოსაა. პასუხის გაცემა უჭირს, როგორც ჩანს, აღიარებს.
ვერტიკალურად მართვადი სისტემა, როგორიც არის შსს, მისი ხელმძღვანელიც და მოადგილეც არის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანილი. როცა აქ ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის ჯიბეში მოათავსეს უკანონო ნივთიერება, თქვენ საფუძვლიანი ეჭვის მიღმაც უნდა გაგიჩნდეთ იმის სურვილი და მოტივაცია, რომ მე რაზეც ვსაუბრობდი, გამოგეძიებინათ. რა ინფორმაციას მიიღებდით ამით? 112-ის კამერები, რომლებიც ჩვენ არ მოგვცეს, დაადგენდა და იმ კონკრეტული ავტომანქანების იდენტიფიცირებას მოახდენდა, რომელიც იქ იყო ჩემი დაკავებისას. ასევე, დაადგენდა პოლიციელების რაოდენობას. ამის შემდეგ შეგვეძლებოდა იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირება, რომელიც საქმიდან გამქრალები არიან, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი. ერთ-ერთზე მგონია, რომ პირდაპირ მან ჩამიდო [ნივთიერება]. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავადგენდით რომელი საპატრულო ეკიპაჟი იყო ჩემთან მოსული, იმ საპატრულო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემს პირადობის მოწმობაზეც ჰქონდა ხელი მოკიდებული, სადაც დატოვა როგორც თავისი თითის ანაბეჭდი, ასევე დნმ-ის კვალი. ამას გარდა, იმ რაღაც ნივთებზე, რომელიც ჯიბეში მომითავსეთ, სანამ ჩემამდე მოვიდოდა აუცილებლად ექნებოდა ხელი მოკიდებული რომელიმეს, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა. მათ შორის, შეიძლებოდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარება იმ დნმ-ზე, რომელზეც ექსპერტი ამბობს, რომ არ არის ინფორმატიული, თანხვედრაში ვერ მოდის ჩემს დნმ-თან, ანუ სხვა დნმ-ია. მე თუ მექნებოდა საშუალება დამეიდენტიფიცირებინა პირები, რომლებსაც პოტენციურად ეს ნივთები ეჭირათ ხელში, თითს დავადებდი ვის ხელში იყო ეს ნივთები, რომლებიც ჩემს ჯიბეში მოათავსეს. არც თქვენ მოინდომეთ ამის გამოძიება. გამოძიება დაიწყეთ იმაზე, რაც საჯაროდ განგიცხადეთ რომ კანონი დაირღვა? ეს ხომ გევალებათ? "საპროცესო კოდექსი" გუშინ წავიკითხე, ვიმეცადინე. თქვენც რომ იმეცადინოთ არ გაწყენდათ. კოდექსში წერია, რომ თანაბარი გამოძიების უფლებები გვაქვს. ერთადერთი განსხვავებით თქვენ შეგიძლიათ მოსამართლის გარეშე მოიპოვოთ გარკვეული მტკიცებულებები, 112 არ მოგცემთ? და ჩვენ ამის უფლება არ მოგვცეს, მაშინ, როცა კოდექსში წერია, რომ თანასწორად შეგვიძლია მოვიპოვოთ მტკიცებულებები.
აქ ამ დარბაზში ერთადერთი სიმართლე არსებობს და ამ სიმართლეს ვამბობ მე! და თუ თქვენ დამტკიცება გინდათ, რომ ვიტყუები, ან ცრუ ჩვენებას ვიძლევი, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, ამის გამოძიება და დამატებითი ბრალის წაყენება შეგეძლოთ. მაგრამ ეს არ შეგიძლიათ იმიტომ, რომ ყველა ნაბიჯზე იმ ხალხს, ვინც ეს საქმე თქვენამდე მოიტანა, შეცდომები აქვთ დაშვებული, რომლის აღმოჩენის და იდენტიფიცირების, ასევე სასამართლოზე წარმოდგენის უფლება არ მომეცით", — განაცხადა ახობაძემ (IPN-ის ტექსტი).
ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
საქალაქო სასამართლოში ექიმი გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
"ოცნების" 100 დღე — რას მიაღწია არალეგიტიმურმა პარლამენტმა ამ დროში?
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები