აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მოსკოვში დღეს ჩავლენ.
ფოტო: The Guardian
აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მოსკოვში დღეს ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
"ჩვენი წარმომადგენლები რუსეთში ახლა მიდიან", — თქვა ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო "ზოგიერთი დადებითი ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".
მანამდე კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები დაკონტაქტებას ამ კვირაში გეგმავენ. მისივე თქმით, მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯედაში შეხვედრის შემდგომ განცხადებებს, მაგრამ ჯერ არ მიუღია შეერთებული შტატებისგან საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსზე.
Reuters-ის ცნობით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების სია წარუდგინა და კრემლის ამჟამინდელი მოთხოვნები იმის მსგავსია, რაც რუსულმა მხარემ ადრე უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და NATO-ს წარუდგინა.
რუსეთის ადრინდელი მოთხოვნები მოიცავდა: უკრაინის NATO-ს წევრობაზე უარის თქმას, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და ყირიმისა და 4 უკრაინის რეგიონის საერთაშორისო აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში.
Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, დათანხმდება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, მაგრამ მას სურს დარწმუნდეს, რომ მისი პირადი პირობები შეთანხმებაში შედის, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები. რუსი ოფიციალური პირები ამ დრომდე არ განიხილავდნენ ამერიკელ კოლეგებთან კონკრეტულ შეთანხმებას, რომელზეც უკრაინის დელეგაცია დათანხმდა საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს.
სააგენტოს წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ პუტინი დიდი ალბათობით შეეცდება გადადოს შეთანხმების მიღწევის ვადები, რათა მოსკოვს ყველაზე ხელსაყრელი პირობები შეუქმნას. ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ კრემლმა შეიძლება მოითხოვოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა, როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობა.
11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდების განახლება და დაზვერვის გაზიარების განახლება.
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები