აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში დღეს გაიმართება
ფოტო: DW
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ორშაბათს, 10 მარტს ჩავიდა. უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, წითელი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. მოლაპარაკების მეორე რაუნდში ზელენსკის მონაწილეობა მოსალოდნელი არ არის.
როგორც თავად ზელენსკიმ ადრე აღნიშნა, საუდის არაბეთში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში უკრაინას წარმომადგენენ: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
აშშ-ს მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან: ამერიკის მხრიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის მაღალჩინოსნები ამ კვირაში საუდის არაბეთში ცალ-ცალკე შეხვდებიან უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს.
DW-ს ცნობით, შეხვედრაზე კიევი რუსეთთან საჰაერო და საზღვაო ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას შესთავაზებს. ამის შესახებ AFP-ს 10 მარტს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
"ჩვენ გვაქვს წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში და ზღვაზე, რადგან ეს არის ვარიანტები, რომელთა განხორციელება და მონიტორინგი მარტივია და ისინი კარგი ადგილია დასაწყებად", — თქვა მან.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ასევე განუცხადეს Associated Press-ს, რომ უკრაინული დელეგაცია მზადაა მოლაპარაკებების დროს ხელი მოაწეროს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან უკრაინის იშვიათი მიწიერი მინერალების ხელმისაწვდომობის შესახებ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინასთან მოლაპარაკებების წინ ოპტიმიზმს გამოხატავს.
რუბიოს თქმით, შეხვედრის გასაღები იქნება იმის დანახვა, თუ რამდენად მზად არიან უკრაინელები მიიღონ რთული, ისევე როგორც რუსები.
რუბიომ ასევე მიანიშნა, რომ უკრაინა შეიძლება კვლავ მოელოდეს აშშ-ს დახმარებას, თუ მოლაპარაკებები კარგად წარიმართება და არ გამორიცხა არაფორმალური შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც ასევე იმყოფება საუდის არაბეთში.
მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა
ფოტო: DW
აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს X-ზე გამოეხმაურა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის პოზიცია სამშაბათს აშშ-ს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში იქნება "სრულიად კონსტრუქციული" და იმედოვნებს პრაქტიკულ შედეგებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნება პრაქტიკული შედეგები", — წერს ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. "უკრაინის პოზიცია ამ მოლაპარაკებებში სრულიად კონსტრუქციული იქნება."
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას კარგი შეხვედრა ჰქონდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან აშშ-უკრაინის გადამწყვეტი მოლაპარაკებების წინა დღეს.
"მე ვაღიარებ მეფისნაცვლის ძალისხმევას ნამდვილი მშვიდობის დაახლოებაში. საუდის არაბეთი უზრუნველყოფს დიპლომატიის გადამწყვეტ პლატფორმას და ჩვენ ვაფასებთ ამას", — დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
ცნობისათვის, ეს იქნება აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების პირველი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსისა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში დაპირისპირებული შეხვედრის შემდეგ, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება გააჩერა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები