KIIS: უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა
უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გამწვავებამდე უკრაინელების 57% ენდობოდა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის, ხოლო 14 თებერვლიდან 4 მარტამდე მისდამი ნდობის დონე 67%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, თებერვლის პირველი ნახევრისთვის, უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავებამდე, უკრაინელების 57% ენდობოდა ზელენსკის, ხოლო 37% არ ენდობოდა. ამრიგად, ნდობა-უნდობლობის ბალანსი +20% იყო.
"შემდეგ, 2025 წლის 14 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში, ნდობის დონე გაიზარდა 67%-მდე, ხოლო ვინც არ ენდობა იმის მაჩვენებელი — 29%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ნდობა-უნდობლობის ბალანსი გაუმჯობესდა +38%-მდე", — აჩვენა კვლევამ.
აღნიშნულია, რომ 14 თებერვლიდან 4 მარტამდე ბევრი რეზონანსული მოვლენა მოხდა, კერძოდ, 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "ემოციური შეხვედრა".
სოციოლოგების აზრით, 14-28 თებერვლის პერიოდში ნდობა 4-9 თებერვალთან შედარებით გაიზარდა, ხოლო 1-4 მარტიდან ზელენსკის მიმართ ნდობა 68%-მდე გაიზარდა. უნდობლობა 1-4 მარტის პერიოდში 27% იყო, ხოლო ნდობა-უნდობლობის ბალანსი 1-4 მარტის პერიოდში +41%.
"ძალიან მსგავსი სიტუაციაა უკრაინის ყველა რეგიონში და ნდობისა, უნდობლობის ბალანსი დადებითია. პრეზიდენტისადმი ნდობა ოდნავ დაბალია უკრაინის აღმოსავლეთში, მაგრამ ამ რეგიონშიც კი უმრავლესობა ენდობა ზელენსკის: 60% ენდობა და 36% არ ენდობა. სხვა რეგიონებში (დასავლეთი, ცენტრი, სამხრეთი) 66-69% ენდობა და 28-30% არ ენდობა," — ამბობს KIIS-ის აღმასრულებელი დირექტორი ანტონ გრუშეცკი.
მისი თქმით, პრეზიდენტისადმი ნდობის ზრდა ბოლო პერიოდში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ "დროშის ირგვლივ გაერთიანებას".
"ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრეზიდენტისადმი ერთიანობისა და ნდობის გაზრდის მთავარი მიზეზი არ არის მასზე თავდასხმები. უკრაინელები აშშ-ის ახალი მთავრობის რიტორიკას აღიქვამენ, როგორც თავდასხმას მთელ უკრაინაზე და ყველა უკრაინელზე", — აღნიშნა მან.
14 თებერვლიდან 4 მარტის პერიოდში KIIS-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით დაუმატა კითხვა ზელენსკისადმი ნდობის შესახებ. უკრაინის ყველა რეგიონში სულ 1029 რესპონდენტი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით.
გამოკითხვა 18 წელზე უფროსი ასაკის უკრაინის მოქალაქეებს შორის ჩატარდა, რომლებიც კვლევის დროს უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. კვლევა არ მოიცავდა იმ ტერიტორიების მაცხოვრებლებს, რომლებსაც დროებით არ აკონტროლებს უკრაინის ხელისუფლება (ამავდროულად, ზოგიერთი რესპონდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსახლებული იძულებით გადაადგილებული პირია) და გამოკითხვა არ ჩატარებულა იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
კვლევის ავტორების თქმით, ფორმალურად, ასეთ კვლევაში სტატისტიკური ცდომილება 1.8%-დან 4.1%-მდეა.
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
კომენტარები