ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა იწყება — რა განცხადებებს აკეთებენ ევროპელი ლიდერები
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა იწყება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მადლიერია მოწვევისთვის. მისი თქმით, გზავნილები თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ახალი პროგრამის შესახებ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა
"დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გზავნილები თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ახალი პროგრამის შესახებ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა", — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ ევროპას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს.
"ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს ევროპისთვის გარდამტეხი მომენტია და უკრაინა, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, გარდატეხის წერტილია. ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ ევროპას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს", — თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას.
"ჩვენ აქ ვართ, რათა უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დავუჭიროთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად, ახლაც და მომავალშიც, სამშვიდობო მოლაპარაკებებს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტია და რაც მთავარია, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანასთან ერთად", — განაცხადა ანტონიო კოშტამ.
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, არ არის საჭირო ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა მაშინ, როცა უკრაინა საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ძვირფას დროს.
მისივე თქმით, საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გაფართოების შესახებ მაკრონის იდეა ნამდვილად, ძალიან სერიოზული შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის წინააღმდეგ.
დანიის პრემიერ მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის გადაიარაღებაა.
"არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება: დახარჯვა, დახარჯვა, დახარჯვა თავდაცვასა და შეკავებაზე, — განუცხადა მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.
სტატიაში გამოყენებულია IPN-ის თარგმანი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები