"აივ-პროგრამებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება" - ელტონ ჯონი USAID-ის შემცირებაზე
ფოტო: Getty Images
ელტონ ჯონი საგანგაშოდ მიიჩნევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტის შემცირებას, რადგან მძიმე დარტყმა მიადგება აივ-ის პრევენციის გლობალურ პროგრამას.
ტრამპის ადმინისტრაციამ მანამდე USAID-ის საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ით შემცირება დააანონსა, რაც მთელ მსოფლიოში 60 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების დაკარგვას ნიშნავს.
ჯონმა, რომლის Elton John AIDS Foundation 1992 წლიდან ლიდერობს გლობალურ ბრძოლას შიდსის წინააღმდეგ და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებს, შაბათს ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ ტრამპის „მოულოდნელ გადაწყვეტილებას“ შეუძლია „საშინლად დააზიანოს აივ-ის წინააღმდეგ ბრძოლა და წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი წყალში ჩაყაროს“.
ჯონის თქმით, დაფინანსების სრული შეწყვეტამდე რესურსების დეფიციტის შესავსებად, ფონდი 90-ზე მეტ პარტნიორთან ერთად მუშაობს, რათა სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება არ შეწყვიტონ. ამასთან, შეიქმნა The Rocket Response Fund, რომელიც დაუყოვნებლივ დაფარავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ხარჯებს.
„მილიონობით ადამიანი დღეს ცოცხალია ამერიკელი ხალხის გულუხვობისა და ისეთი ეფექტური პროგრამების წყალობით, როგორიცაა PEPFAR. ახლა კი მათ აღარ იციან, როდის – ან საერთოდაც შეძლებენ თუ არა – მიიღონ სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები,“ – აღნიშნა ჯონმა.
PEPFAR (პრეზიდენტის საგანგებო გეგმა შიდსთან ბრძოლისთვის) შიდსის წინააღმდეგ შექმნილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც 2003 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დააფუძნა. ეს ინიციატივა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის პროგრამებს, მათ შორის ანტირეტროვირუსული თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც აივ-ინფიცირებულ ადამიანებს ვირუსის მართვაში ეხმარება.
„მიუხედავად იმ დიდი გაურკვევლობისა, რომელიც შიდსთან ბრძოლის დაფინანსების შემცირებას უკავშირდება,“ – დაწერა ჯონმა, – „ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, გააგრძელოს ისეთი ორპარტიული სასიცოცხლო პროგრამების საქმიანობა, როგორიცაა PEPFAR.“
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები