ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ "ოცნების" ათეულობით წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესეს
3 მარტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს 55 მოქალაქის სანქცირების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
სანქცირებულ პირთა შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები და პარლამენტის წევრები, რომლითაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკმა განაცხადა, რომ ჩამოთვლილი სანქცირებული პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ემუქრებოდნენ მომიტინგეებს. ცაჰკანმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, კრიმინალური და ადამიანის უფლებების დარღვევა.
"ესტონეთში შესვლის აკრძალვის სიას კიდევ 55 ქართველი დავამატეთ. სიაში არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის ჩინოვნიკები, პლატფორმის შემქმნელები და პარლამენტის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების დევნაზე სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩამოთვლილი ქართველები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ემუქრებოდნენ მომიტინგეებს.
საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, კრიმინალური და ადამიანის უფლებების დარღვევა," — წერს საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს ცაჰკი.
ესტონეთის მიერ სანქცირებული არიან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში "დაზარალებულად" ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები — ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
ესტონეთისგან ასევე სანქცირებული არიან ქართული ოცნების პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია.
ცნობისთვის, ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე 2008-2009 წლებში ესტონეთის საკალათბურთო კლუბ Tartu ülikooli-ში თამაშობდა.
ასევე, სანქცირებული არიან:
აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და მისი მოადგილე – დავით ათაბეგაშვილი და ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე.
მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 1 მარტის ბრძანების მიხედვით ქვეყანაში შესვლის აკრძალვა შეეხოთ შემდეგ პირებს:
1. ათაბეგაშვილი, დავით
2. ბარბაქაძე, ეკა
3. ბესელია, გრიგოლ
4. ჩარექაშვილი, გიორგი
5. ჩიტაძე, ნუგზარ
6. დგებუაძე, ირაკლი
7. დოლიძე, ვერა
8. ეპიტაშვილი, თეონა
9. გელაშვილი, გიორგი
10. გელაშვილი, ოთარ
11. ღარიბაშვილი, ზურაბ
12. გობეჯიშვილი, შმაგი
13. გოგეშვილი, თორნიკე
14. გუბელაძე, ზვიად
15. გუდაძე, ნათია
16. იაკობიძე, თამარ
17. ჯაჭვაძე, ქეთევან
18. კალატოზიშვილი, არსენ
19. კალიჩენკო, ლელა
20. ყაჟაშვილი, გულიკო
21. ხინთიბიძე, როინ
22. ხუჯაძე, ნატო
23. ხუსკივაძე, ირაკლი
24. კიკნაძე, სულხან
25. კოლბაია, ლევან
26. კურტანიძე, დავით
27. მახარაძე, ზურაბ
28. მარგველანი, ზვიად
29. მარიდაშვილი, ლელა
30. მარუაშვილი, დავით
31. მჭედლიშვილი, თამარ
32. მენაბდე, თორნიკე
33. მეტონიძე, ზაზა
34. მეტრეველი, ანა
35. მგელიაშვილი, დავით
36. მორგოშია, კონსტანტინე
37. მუკბანიანი, გიორგი
38. ოდიშარია, ბექა
39. ოქროპირაშვილი, მალხაზ
40. ფერაძე, ბერდია
41. სახელაშვილი, ნინო
42. სამხარაული, გელა
43. სანიკიძე, ვიქტორ
44. შამათავა, ნანა
45. შარაძე, ზვიად
46. ზარქუა, ირაკლი
47. ზენაიშვილი, ნოდარი
48. ტალახაძე, ლაშა
49. თარაშვილი, ნინო
50. თოდუა, ვაჟა
51. ტოგონიძე, ირმა
52. ცეცხლაძე, პაატა
53. წურწუმია, რევაზ
54. თურმანიძე, ვლადიმერ
55. ვანაძე, გოჩა
მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, ესტონეთმა სანქციები დაუწესა 28 ქართველ მაღალჩინოსნებს. მათ შორის: ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ოცნების ლიდერ მამუკა მდინარაძეს, ოცნების შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მისი მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, გენპროკურორი გიორგი გაბიტაშვილს, ქალაქის მერ კახა კალაძეს, ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს და სხვა პირებს:
1. ბედოიძე, შალვა
2. ბუთხუზი, გიორგი
3. ჩაგუნავა, კობა
4. ჭელიძე, იოსებ
5. დარახველიძე, ალექსანდრე
6. ენუქიძე, ნინო
7. გაბიტაშვილი, გიორგი
8. გომელაური, ვახტანგ
9. ივანიშვილი, ბიძინა
10. ჯოხაძე, ლაშა
11. კალაძე, კახაბერ
12. კალანდაძე, თეიმურაზი
13. კაციტაძე, კოკა
14. კეზევაძე, მირზა
15. ხარაზიშვილი, ზვიად
16. კობახიძე, ირაკლი
17. კუპატაძე, თეიმურაზი
18. ლაგაზაური, მილერი
19. ლილუაშვილი, გრიგოლ
20. მდინარაძე, მამუკა
21. მილდენბერგერი, ლელა
22. სალუქვაძე, ლაშა
23. სამხარაძე, დიმიტრი
24. სირაძე ვაჟა
25. ცაგარეიშვილი, ლელა
26. ცაცუა, მანუჩარ
27. ცეკვავა, ზვიად
28. წულუკიანი, თეა
ესტონეთში შესვლა აკრძალული სულ 83 ქართველ ფიზიკურ პირს აქვს.
დღეს, 3 მარტს, ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ და ლატვიამ საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა. ამ ქვეყნების მიერ დასანქცირებულთა სია ჯერ ცნობილი არ არის.
სანქციებს X-ზე გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე. ის წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.
"ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად", — წერს ბრაჟე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი X-ზე წერს, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში.
"ლიეტუვამ საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და რეპრესიების გამო 74 ქართველ ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა", — წერს კიასტუსის ბუდრისი.
ცნობისათვის, ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა, შემდეგ მოდის ესტონეთი – 55 და ლატვია – 16 დასანქცირებული პირით.
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
გადახედვა
-
2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს 2 000 წლის წინ შექმნილი მუმიის პორტრეტი, რომელიც დროს უსწრებს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება "ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
-
ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
-
მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს
გადახედვა
-
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
-
ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ციხის მსგავსი და ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელია ალექსანდრე დარახველიძე: არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ციხის მსგავსი და ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელია
გადახედვა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში
გადახედვა
-
კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია
გადახედვა
-
8 თებერვალს სამოქალაქო ფორუმი “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება — საქართველოს გულისთვის” გაიმართება 8 თებერვალს სამოქალაქო ფორუმი “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება — საქართველოს გულისთვის” გაიმართება
გადახედვა
-
გრემი 2026-ის გამარჯვებულები — იხილეთ სია გრემი 2026-ის გამარჯვებულები — იხილეთ სია
გადახედვა
-
აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი — საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი — საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
-
სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება
გადახედვა
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
კომენტარები