ემანუელ მაკრონი: "უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"
"უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია და მე ვარ მისი გარანტორი," — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ევროპელ და კანადელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მაკრონი განცხადებაში საუბრობს, რომ ის იზიარებს დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ unda დასრულდეს აგრესიული ომი, რომელსაც რუსეთი 3 წელია აწარმოებს და საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია უკრაინაში მშვიდობა გრძელვადიანი იყოს.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში და მის უფლებებს პატივი უნდა სცენ.
"კიდევ ერთი გრძელი საუბარი მქონდა რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე, კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა გვსურს უკრაინაში.
უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია და მე ვარ მისი გარანტორი.
ამ მიზანს ვიზიარებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომ დავასრულოთ აგრესიული ომი, რომელსაც რუსეთი თითქმის სამი წელია აწარმოებს.
მშვიდობისთვის ჩვენი ძალისხმევები შემდგომი პრინციპების თანახმად გაგრძელდება, ჩვენს ინტერესებშია:
უკრაინა ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს [მოლაპარაკებებში] და მის უფლებებს პატივი უნდა ეცეს.
მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს და თან ახლდეს მტკიცე და სანდო გარანტიები.
ევროპული უსაფრთხოების ინტერესები გათვალისწინებულ უნდა იქნას.
დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპისთვისა და თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდა.
გადაწყვეტილებები მომავალ დღეებსა და კვირებში იქნება მიღებული," — განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: რუმინეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, კვიპროსი, ფინეთი, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ესტონეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, სლოვენია და ჩეხეთი.
ცნობისთვის, 17 თებერვალს ევროპელი ლიდერების პარიზში გამართული შეხვედრაში ემანუელ მაკრონის გარდა მონაწილეობას იღებდნენ: კირ სტარმერი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ოლაფ შოლცი (გერმანიის კანცლერი), ჯორჯა მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), პედრო სანჩესი (ესპანეთის პრემიერ-მინისტრი), დიკ სხოფი (ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი), მეტე ფრედერიკსენი (დანიის პრემიერ-მინისტრი), მარკ რუტე (ნატოს გენერალური მდივანი), ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი) და ანტონიო კოსტა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი).
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები