ბექა ლილუაშვილის თქმით, იანვარში ივანიშვილმა $500 მლნ-მდე ღირებულების ნახატები იყიდა
ფოტო: დავით მძინარიშვილი, Reuters
2025 წლის იანვარში საქართველოში 481 მილიონი დოლარის (1.35 მლრდ ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა. როგორც bm.ge წერს, ხელოვნების ნიმუშები 3 ამანათად შემოვიდა – აქედან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა.
პარტია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელოვნების ნიმუშები საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა.
"დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში — ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:
თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები.
მათ შორის, აშშ-დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან "დალაგებულ" ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქიდანაც მოარბენინებს ნახატებს", — წერს ლილუაშვილი.
Bm.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტი 45%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში ხელოვნების ნიმუშების შემოტანა იყო. ამის გარეშე იმპორტი მხოლოდ 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა, წლიური ზრდა კი 1.8%.
"იმპორტის ჭრილში 45%-იანი ზრდა თანაც იანვარში არის ძალიან მაღალი და მთავრობის განცხადება, რომ ეს ეკონომიკის შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება, არის სინამდვილეში ერთი ადამიანის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია და მისი ისტერიული შიშები, რომ მისი ქონება არ დაიკარგოს და არა რაღაც ეკონომიკური ბუმი, რომელმაც ეკონომიკა უნდა გააჯანსაღოს", — აცხადებს ბექა ლილუაშვილი Bm.ge-სთან.
საქონლის განბაჟება 2025 წლის იანვარში განხორციელდა. უცნობია, მასზე დღგ-ის 18% გადაიხადეს თუ არა, რაც 86.5 მილიონ დოლარს, ანუ 242 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ იანვარში გადახდილი დღგ-ის მოცულობა ზრდის ნაცვლად, პირიქით 0.9%-ით შემცირდა და 806 მილიონი ლარი შეადგინა, სავარაუდოდ, აღნიშნული საქონლის ქვეყანაში შემოტანა დღგ-ის გადახდის გარეშე განხორციელდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტში შესული დღგ-ს მოცულობა უკანასკნელი რამდენიმე თვის მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბებდა, რაც არ მომხდარა.
შეხსენებისთვის, 2024 წელს ქართული ოცნების პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის გადასახადებისგან თავისუფალია.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები