მარკო რუბიო: აშშ გააგრძელებს საგარეო დახმარებას, რადგან სწორად ორგანიზებული დახმარება სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის
ფოტო: ამერიკის ხმა
Patriot-ის პოდკასტთან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ აშშ გააგრძელებს საგარეო დახმარებას, რადგან სწორად ორგანიზებული დახმარება სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის. ინტერვიუს დეტალებზე ამერიკის ხმა წერს.
შეერთებული შტატები არ ამბობს უარს უცხო ქვეყნების დახმარებაზე, მაგრამ დახმარების სტრუქტურა და პროცესი, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს რეორგანიზაციას. იგივე თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს SiriusXM-ზე Patriot-ის პოდკასტის წამყვან სკოტ ჯენინგსთან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და იმ სპეკულაციის შესახებ, რომ აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს სხვა ქვეყნების დახმარება, რუბიომ უპასუხა:
"პირველ რიგში, ჩვენ უარს არ ვამბობთ საგარეო დახმარებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას დახმარების გაწევაში, რადგან მიმაჩნია, რომ სწორად ორგანიზებული დახმარება სასარგებლოა ქვეყნისთვის. მაგრამ ის სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ახლა წარმოდგენა იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ 40-დან 60 მილიარდ დოლარამდე საგარეო დახმარებაზე და რომ მთელი ეს ფული გონივრულ მიზნებს ემსახურება, აბსურდია. ამ თანხების ნაწილი არაეფექტურად იხარჯება. ჩვენი ამოცანა მარტივია: გადავხედოთ მთელ ჩვენს საგარეო დახმარებას - დიდი ნაწილი USAID-ის მეშვეობით, დიდი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით - გამოვავლინოთ პროექტები, რომლებიც ჭეშმარიტად მხარს უჭერენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაგრძელოთ ამ ინიციატივების დაფინანსება, და უარი ვთქვათ იმ დაფინანსებებზე, რაც ფულის ფლანგვას წარმოადგენს ან ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს", — თქვა რუბიომ.
"ჩვენ ახლა შევაჩერეთ ყოველგვარი უცხოური დახმარება და პროექტ-პროექტით განვიხილავთ მას. რომელსაც აზრი არ აქვს, შეწყდება, რომელსაც აქვს, შენარჩუნდება ან გაძლიერდება", — დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
14-დან 16 თებერვლამდე სახელმწიფო მდივანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
"მიუნხენში მთავარი მიზანი ჩვენი პოზიციის დადასტურებაა. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია იმართება ევროპაში, ის მხოლოდ ევროპას არ ეხება. იქ იკრიბებიან ლიდერები მთელი მსოფლიოდან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველასთვის მთავარი საკითხი უკრაინის ომი იქნება. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ის იწყებს ამ იდეის განსახორციელებლად ფართო გეგმის ჩამოყალიბებას, რადგან კონფლიქტის დასრულება ყველა მხარის ინტერესებშია. "ჩვენ აშკარად განვიხილავთ ამ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრებთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან", — თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანი ამის შემდეგ ეწვევა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, კატარს და საუდის არაბეთს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები