ISSA: გამოკითხულთა 77,9%-ს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლად "ქართულ ოცნებას" ასახელებს
სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა (ISAA) 18-30 იანვარს, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. მასში მონაწილეობა 18+ 2000-მა რესპონდენტმა მიიღო.
როგორც კვლევის ავტორები წერენ, შერჩევის ცდომილება +-2.2%-ია 95%-იანი სანდოობით. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.
ISAA მიერ ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის განწყობის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82,1% თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანაში მდგომარეობა არასწორი მომართულებით ვითარდება;
გამოკითხულთა 77,9%-ს არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლად ქართულ ოცნებას ასახელებს და კრიზისის გამოხატულებად ერთპარტიულ არჩევნებს მიიჩნევს;
ქართული ოცნების გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი 4 წლით, გამოკითხულთა 67.1%-თვის მიუღებელია;
გამოკითხულთა 48% ქართული ოცნებას არალეგიტიმური/უკანონო მმართველად თვლის და კითხვაზე, ვის თვლიან საქართველოს პრეზიდენტად, უმრავლესობით სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს;
ისეთ თემებს როგორიცაა "გლობალური ომის პარტია" და "დიფ-სთეითი" გამოკითხულთა უმრავლესობას მათი არსებობის არ სჯერა და არ თვლის;
გამოკითხულთა 86%-ს სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და უმრავლესობა მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმება;
ხოლო კითხვაზე — რა არის ქვეყანაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა — მაღალი ფასები, უმუშევრობა და ქართველების ემიგრაცია დაასახელეს.
გამოკითხვის შედეგი უფრო ვრცლად:
თქვენი აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით სწორი თუ არასწორი მიმართულებით ვითარდება:
34.8% — თვლის, რომ სრულიად არასწორი მომართულებით ვითარდება;
26.9% — უფრო არასწორი, ვიდრე სწორი;
22.6% — უფრო სწორი, ვიდრე არასწორი;
12.2% — სავსებით სწორი;
3.3% — არ ვიცი;
0.1% — უარი პასუხზე.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესდღეობით საქართველოში პოლიტიკური კრიზისია?
82.1% — დიახ, მიმაჩნია;
12.3% — არა, არ მიამჩნია;
5.4 % — არ ვიცი;
0.2 % — უარი პასუხზე.
ჩამოთვლილთაგან რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას?
38.6% — ერთპარტიული არჩევნები;
33.7% — მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით;
11.9% — დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება;
13.3% — ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ქმედებები;
24.7% — პოლიტიკური პატიმრების არსებობა;
15.4% — უცხო ქვეყნების/ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა ქმედებებში;
17.1% — ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებები;
7.6% — პოლარიზაციის გამძაფრება;
12.6% — ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი.
თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი?
77,9% — ქართული ოცნება;
23,6% — ბიძინა ივანიშვილი;
16,0% — ნაციონალური მოძრაობა;
5,1% — არასამთავრობო ორგანიზაციები/ენჯეოები;
3,9% — ევროკავშირი/ევროპის ქვეყნები;
2.1% — აშშ;
9,1% — რუსეთი;
1,1% — "გლობალური ომის პარტია" და "დიფ-სტეიტი"
რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას?
46,6% — მაღალი ფასები;
42,1% — უმუშევრობა;
21% — ქართველების ემიგრაცია;
18% — ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება;
16,4% — სიღარიბე;
15,5% — უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები;
15,4% — კრიმინალი და დაუცველობა.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს 4 წლით, 2028 წლის ბოლომდე, მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს გადაწყვეტილება
48,0% — სრულიად მიუღებელია;
24,7% — ნაწილობრივ მისაღებია;
9,5% — სრულიად მისაღებია.
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისში და საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციები 26 ოქტომბრის არჩევნების არასამართლიანად ჩატარების, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების შეჩერების და მომიტინგეების მასობრივი დაპატიმრების გამო.
რამდენად ემხრობით მიმდინარე პროტესტს/აქციებს?
39,7% — სავსებით ემხრობა;
19,7% — სრულიად არ ემხრობა.
როგორ დაახასიათებდით დღესდღეობით ქართული ოცნების საგარეო კურსს
55% — თვის რომ რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურება;
30,1% — დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა აქვს და არც ერთი ქვეყნის ინტერესს არ ატარებს;
7% — დარწმუნებულია, რომ საქართველო აშშ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზეა.
რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის "დიფ სთეითის" და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენები?
54.2% — საერთოდ არაა დამაჯერებელი;
19,5% — დამაჯერებელია.
რას ფიქრობთ საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოს გაერთიანების შესახებ?
86,3% — უჭერს ევროპაში გაწევრიანებას მხარს;
76,2% — უჭერს ნატოში გაწევრიანებას მხარს'
80% — ოდკბში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება; 14%-მდე — ემხრობა;
38,4% — ნეიტრალის პერსპექტივას ეწინააღმდეგება.
როგორ შეაფასებდით რომ აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა?
41,5% — ძალზედ უარყოფითად;
25,4% — ნეიტრალურია;
5,1% — დადებითად.
ვის მიეცით ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში?
51,3% — ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას;
32,0% — ქართულ ოცნებას;
17% — უარს ამბობს პასუხზე.
კითხვაზე, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ლეგიტიმურად არის თუ არა:
48% — არალეგიტიმურად/უკანონოდ მიიჩნევს;
39,2% — კანონიერად და ლეგიტიმურად.
რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თუ ოცნება არ დარჩება ხელისუფლებაში, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე?
55% — არ იაზრებს ამ მოსაზრებას;
35% — იაზრებს საფრთხეს.
ვინ არის საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი?
40,1% — სალომე ზურაბიშვილი;
37,7% — მიხეილ ყაველაშვილი.
15,9% — არც ერთი.
ISSA
რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები?
52% — სამართლიანად მიაჩნია;
33,8% — უსამართლოდ მიაჩნია.
ძირითადად რომელი წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ?
66,3% — საქართველოს სატელევიზიო არხებიდან;
56,8% — სოციალური მედიიდან.
საქართველოს სატელევიზიო არხების რეიტინგი:
42% — იმედი;
38% — მთავარი არხი;
33,4% — ტვ პირველი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები