"უბრალოდ ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით, თურმე სოლიდარობა ისჯება" — ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 პირის სასამართლო მიმდინარეობს
"უბრალოდ ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით, თურმე სოლიდარობა ისჯება, რაც ძალიან სამწუხაროა", — ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პროცესის დაწყებამდე მასწავლებელმა, ვლადიმერ აფხაზავამ ტელეკომპანია მთავართან თქვა. ის ერთ-ერთია იმ 9 პირიდან, რომელსაც 26 იანვარს, მოსამართლის სახლთან 20-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
აფხაზავას თქმით, უბრალო ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გასაპროტესტებელი ადგილი, სადაც გულწრფელი პროტესტის გამოთქმას შეძლებენ.
"ძალიან სამწუხაროა, დღეს გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და მიწევს სასამართლოზე მოვიდე. არ მეგონა და მზია ამაღლობელის სოლიდარობა თუ ასე ძვირი დაჯდებოდა. ამიტომაც არის რომ უბრალო ადამიანებს უნდა გვქონდეს გასაპროტესტებელი ადგილი, რითაც შეიძლება რომ გულწრფელი პროტესტი გამოთქვა. მე ასეთ მშვიდ აქციაზე არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მოკლე დროით იყო [აქცია]. არც ცუდი სიტყვები გითქვამს, უბრალოდ ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით, თურმე სოლიდარობა ისჯება, რაც ძალიან სამწუხაროა", — თქვა ვლადიმერ აფხაზავამ მთავართან.
მუსიკოს ნინო ქათამაძის თქმით, რომელზეც შსს-მ ასევე შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ამბობს, რომ ხალხში უსამართლობის განცდაა დაგროვილი, რომელიც ვერ შეჩერდება.
"კონცერტი სად არ მქონია, მქონია მარილის შახტაში, 84 მ სიღრმეში, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში, ანუ აქამდე არ მოვხვედრივარ. ეს იუმორით... მაგრამ ყველაზე მტკივნეული ამ შემთხვევაშია არის ის, რომ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა ისმის და [ხალხი] არ ჩერდება. იმდენი დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა, მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები დაგროვდა, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს", — თქვა ნინო ქათამაძემ.
ადგილზე მყოფი ადვოკატის, მარიმა პატარიძის თქმით, 6 თებერვალს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებით აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს როგორც 60 დღემდე პატიმრობას, ასევე ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტების, ფსიქოლოგების, მუსიკოსების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, სულ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, 26 იანვარს მოსამართლის სახლთან 20-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შსს-მ 9 პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მათ შორის არიან: მთის ამბების დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი, ქუთაისი პოსტის ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ფსიქოლოგები ქეთევან ფილაური და მაია ცირამუა, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები