ბერდია სიჭინავა: მანდატების საკითხს ივანიშვილის შანტაჟის იარაღად რომ არ ვაქცევდით, წინასწარ დამარცვლით ავხსენით
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
"მანდატების საკითხს ივანიშვილის შანტაჟის იარაღად რომ არ ვაქცევდით და მის გადასაწყვეტად რომ არ გავიხდიდით საქმეს, ესეც წინასწარ დამარცვლით ავხსენით", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა წერს და პარლამენტის მიერ იმ 49 დეპუტატის მანდატების გაუქმებას ეხმაურება, რომლებმაც პარლამენტის შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს.
სიჭინავას თქმით, მათ პარტიას არავის ემოციური ყიჟინა არ აღელვებს, "ანგარიშვალდებულება აქვთ მათი მხარდამჭერებისა და ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე".
"მგონი აქამდე უნდა გაეგო ყველას, თუმცა დღევანდელი დღეც კარგ მაგალითად გამოდგება, რომ არცერთი სხვა პარტიის და პოლიტიკოსის ემოციური დღის წესრიგით არ მოქმედებს ჩვენი გუნდი და ეს არ შეიცვლება არასდროს!
არავის ემოციური ყიჟინა არ გვაღელვებს, პოლიტიკას “ვაკეთებთ” ცივი გონებით, სადაც ემოციებს, განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღებისას, არასდროს უჭირავს ადგილი და ანგარიშვალდებულება გვაქვს, პირველ რიგში, ჩვენი მხარდამჭერების და ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.
როცა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება ჩვენგან, ესე იგი არ ექნება და აქ დავსვათ წერტილი…
მანდატების საკითხს ივანიშვილის შანტაჟის იარაღად რომ არ ვაქცევდით და მის გადასაწყვეტად რომ არ გავიხდიდით საქმეს, ესეც წინასწარ დამარცვლით ავხსენით.
ყველა პოლიტიკური აქტორის გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს…
იგივეს მოვითხოვთ მათგან ჩვენ მიმართ.
პარლამენტის ლეგიტიმაცია/არალეგიტიმაციის საკითხს ვიღაცების მანდატების შეწყვეტამდე ნუ დავიყვანთ….
შეგახსენებთ, 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო ეს პარლამენტი.
საერთო ბრძოლა გვაქვს და ჯობს, მიზანზე ვკონცენტრირდეთ:
სინდისის პატიმრები უნდა გავათავისუფლოთ!
ახალი არჩევნები უნდა მოვიპოვოთ!", — წერს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოცნების პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანების 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილების ვადა შეუწყვიტა. რის შემდეგაც — 150-წევრიანი პარლამენტი 101-წევრიანი გახდა. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებებია, რომელთაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, მაგრამ არჩევნების შედეგები არ აღიარეს და სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა მოითხოვეს. ოცნების პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია გახარიას საქართველოსთვის.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები