სხვა გზა არ არსებობს, გარდა არჩევნებისა — სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან დასრულდა
დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ზურაბიშვილმა განაცხადა რომ საქართველოს და მისი პარტნიორი ქვეყნების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.
"ეს არის უკვე დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა. ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნა უნდა იყოს ერთობლივი, რომ არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი — ეს არის ახალი არჩევნები, სხვა გზა არ არსებობს, გარდა არჩევნებისა და ძალიან სწორად, ძალიან ბრძნულად ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება არსებობდეს და რასაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა დაუჭირონ მხარი," — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ (სტილი დაცულია).
შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, მათ ყველა იმ კონკრეტულ მექანიზმზე ისაუბრეს, რომელიც აუცილებელია, რომ "ამ [ოცნების] რეჟიმს ეტკინოს".
ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ელჩებს გააცნეს ინფორმაცია იმ არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად და საცემად.
"მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერთიანი შეხვედრა - ოთხივე კოალიცია და პრეზიდენტი ერთად. ჩვენ შევხვდით წევრი ქვეყნების ელჩებს. რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი არის პოლიტპატიმრები, რომელთა რაოდენობაც იზრდება. წნეხი აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები.
დეტალები გავაცანით იმ არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად, საცემად და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ, თუ რას ელოდება ხალხი ევროპელი პარტნიორებისგან. ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია, რომ ეტკინოს ამ რეჟიმს," — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კოალიცია ცვლილებებისთვის, ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ქართული ოცნების ყოველი ნაბიჯი არაკონსტიტუციურია.
"არ არის პარლამენტი, იქ რაღაცას ბოდიალობენ. არაკონსტიტუციურია ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ. ამას არავინ ემორჩილება. ნახეთ, ნიღაბი იქნება, გზა, ქუჩა, რასაც მოიგონებენ, თუ მეზობელთან გადასვლის კრიმინალიზაციას გააკეთებენ, ამას არავინ ემორჩილება. არც დავემორჩილებით. ეს არ არის არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო პროცესი, არის სრულიად არაკონსტიტუციური,— აღნიშნა ხოშტარიამ.
შეხვედრას მეხუთე პრეზიდენტთან ერთად, ძლიერი საქართველოს, კოალიცია ცვლილებისთვის, გახარია საქართველოსთვის და ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები