EFJ: თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს [ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს] დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საზმაუ უნდა გაირიცხოს EBU-დან
"თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს [ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს] დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU)", — ნათქვამია "ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის" (EFJ) მიერ დღეს გავრცელებულ წერილში. რომლითაც მხარდაჭერას უცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ვასილ ივანოვ ჩიქოვანს, რომელიც სამსახურიდან მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და არხის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს.
აღნიშნული წერილით "ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) კიდევ ერთხელ ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში უკანონო დაკავების შემდეგ 24 დღეა შიმშილობს. EFJ ასევე შეშფოთებულია ქვეყანაში რეპრესიების გაძლიერებით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა მიტაცებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ცენზურის დაწესების მიზნით.
მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს დაკავებისას ყოფნისას მასზე განხორციელებული ძალადობის გამო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მას არ მიუღია ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და პატიმრობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის.
"ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია" (EFJ) მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დაგმეს მზია ამაღლობელის დაკავების არასათანადო გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე. შეხვედრა სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო მზარდი დაძაბულობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა .
შეხვედრისას ცნობილმა ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის სარედაქციო გადაწყვეტილებებში პოლიტიკური ჩარევა, რომელიც მანამდე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო და სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაკვრით ახსენა მისი დაკავების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში", — თქვა მან და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას ხელი შეუწყოს აღნიშნულ საქმეზე საჯარო დებატებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა, ნინო ზაუტაშვილმაც სოლიდარობა გამოუცხადა ამაღლობელს და ყველა "სინდისის პატიმარს" და დასძინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები.
ამის საპასუხოდ, 4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის შესაძლებლობა არ მიეცა. "EFJ ამ აკრძალვას მიუღებლად, ცენზურად და პოლიტიკურ ჩარევად მიიჩნევს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს ჩაერიოს", — დაჟინებით მოითხოვა EFJ-ს გენერალურმა მდივანმა, რიკარდო გუტიერესმა. "თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU)", — ნათქვამია წერილში.
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები