DRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს
ქართული ოცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის მიერ 3 თებერვალს, პარტიის სხდომის შემდეგ, კანონმდებლობაში ცვლილებების დაანონსებას დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმაურება.
გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მმართველმა პარტიამ რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.
"ქართული ოცნება უკიდურესად ამკაცრებს სანქციებს იმ ადმინისტრაციული ნორმებისთვის, რომლებსაც შაბლონურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად იყენებს. მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის კიდევ უფრო იზრდება ჯარიმები და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე. ამასთან, აქციების ჩატარება იკრძალება დახურულ სივრცესა და შენობებში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მძიმე სანქციები განისაზღვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დროს. აღნიშნული ცვლილების განხორციელება სრულად უგულებელყოფს საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დადგენილ თმენის ვალდებულების სტანდარტს, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვით მიიღწევა.
გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა, ცვლილებების შეტანა იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც:
• ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, დაანონსებული ცვლილებებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.
• მძიმე კატეგორიის დანაშაულად განისაზღვრება და, შესაბამისად, გაიზრდება პატიმრობის ვადა სამართალდამცავთა მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის.
• დამამძიმებელ გარემოებებად განისაზღვრება ჯგუფურობა და არაერთგზისობა და, შესაბამისად, გაიზრდება სასჯელის ზომა პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმის დროს.
• სასჯელი მკაცრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი ნორმა და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.
ქართული ოცნება კანონმდებლობის გამკაცრების გზით ცდილობს, უკიდურესად შეამციროს განსხვავებული აზრი ქვეყანაში. არაპროპორციული სანქციების, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროსასამართლოს პრაქტიკას, მიზანია დანერგოს შიში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებში. გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსება, მსუსხავ ეფექტს ახდენს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება მიკერძოებული სასამართლოს პირობებში, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ზომას იყენებს დემონსტრანტთა წინააღმდეგ", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები