ნიკა მელია

3 Feb. 2025, 15:25

„რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, არ იყო პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება. იქ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, ეს არავის გვიკვირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით იყვნენ განწყობილი. გასაგებია! გასაგებია ამ ქვეყანაში ყველაფერი, ყველასთვის. ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, სახლში შემოგივარდებიან - აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში, არსად.

ან იღებ თამაშის წესებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან იბრძვი. საზოგადოებამ არჩია ბრძოლა, მართალი ბრძოლა. ამ ბრძოლით გამარჯვება.

მე 2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული,მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა. ისანი - სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ. შუშებიან შენობაში ვიყავი დაკავებული, ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, რადგან აქციებზე აქტიური ბიძინისტია - ამ ადამიანთან შელაპარაკება მქონდა. ხელბორკილდადებული ვიჯექი, შეიძლება კადრები ამოიღონ. საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს ზონდერებმა მათი დავალებით რა პროვოკაცია მოუწყვეს ბათუმში, დღემდე არ აღირსეს ვიდეოჩანაწერი, ამ ვიდეოჩანაწერს ვინ მოგცემს, მაგრამ თუ ჩემს ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, კადრები გამოაქვეყნონ, სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს,ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს“

განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ. ის, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან აქციაზე დააკავეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…