ისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს
"ისე მოხდა, რომ იზოლატორში თანაკვეთები გვქონდა. დეტალები საინტერესოა, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარეობის თემაა, ვიდრე მნიშვნელობა აქვს. გვქონდა მომენტები, როცა ერთ საკანში ვიყავით", — მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს, სადაც ოცნების დეპუტატებთან — ირაკლი ზარქუასთან და ვიქტორ სანიკიძესთან, შელაპარაკება მოუვიდა და რასაც დეპუტატების მხრიდან თავდასხმა მოჰყვა, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს.
ლაშა გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ ოცნების წევრებს და მას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი და ჯარიმა დაეკისრათ. მისივე თქმით, ოცნების წევრები დიპლომატიური პასპორტით და დეპუტატის იმუნიტეტის სარგებლობას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ.
"მალევე წავედი პოლიციაში და მგონია, რომ ჩვენებას მივცემ და მალევე წამოვალ… რა როგორ განვითარდა დეტალებს ვერ ვისაუბრებ. აღმოჩნდა, რომ მეც იზოლატორში გადამიყვანეს. ტელეფონზე წვდომა აღარ მქონდა, ჩემი მეუღლე დარჩა მარტო.
მე მადლობელი ვარ აბუ-დაბის პოლიციის და სამართლის და რა კუთხით – არავის არ ვუწამებივარ, არავის არ უფურთხებია, არავის შეურაცხყოფა არ მოუყენებია…
მერე ისე მოხდა, რომ იზოლატორში თანაკვეთები გვქონდა. დეტალები საინტერესოა, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარეობის თემაა, ვიდრე მნიშვნელობა აქვს. გვქონდა მომენტები, როცა ერთ საკანში ვიყავით. იზოლატორი საერთო განთავსებისაა, მე ცალკე ვიყავი, სადაც ბევრი ადამიანი იყო, თუმცა თანაკვეთა გვქონდა.
მე თავიდანვე ავუხსენი, რომ მათთან პირადული არაფერი მქონდა და არც თვითმიზანი მქონდა, რომ ისინი ციხეში ჩამესვა, მაგრამ როცა ვერ აღიქვამ და ისმენ შენი მოქალაქეების ხმას, ხდება ქვეყანაში წამება და უსამართლობა და ამ ყველაფრის ფონზე "ქოლდფლეის" კონცერტზე ხარ, ეს არის პრობლემა. კიდევ ბევრი რამე ვუთხარი…
თვითონ რა უნდა ეთქვათ, არ ვიცი, რაც საქართველოში ჩამოვიდნენ, რას ამბობენ ამაზე, ვერაფერს… თავიდანვე ავუხსენი, რომ ირაკლი ზარქუას დაწყებული იყო ეს, შეურაცხყოფა მან მომაყენა, როცა მე შეკითხვა დავსვი. როცა მოეხსნათ იმუნიტეტი და გარეთ დარჩათ ძალაუფლება და კავშირები, ჩვენ მშვიდად შეგვეძლო საუბარი. მე ველაპარაკებოდი, მაგრამ სასაუბრო რა გვქონდა? ისინი დიდად არ გვპასუხობდნენ. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იყო, რომ დაკავებულების საქმეებს გასცნობოდნენ, თუმცა ამის პირობა არ მიმიღია", – განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა რადიო თავისუფლებასთან.
ირაკლი ზარქუამ ამ ინციდენტის შესახებ კომენტარი აბუ-დაბიდან დაბრუნების შემდეგ — 23 იანვარს გააკეთა.
მისი თქმით, "ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ცოლის შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება ექნებათ, რადგან კაცები არიან და ქართველები არიან".
რაც შეეხება დაკავება-გათავისუფლების დეტალებს, ზარქუამ თქვა, რომ აბუ-დაბის საპატიმროს დატოვების საშუალება ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ.
"იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით", – თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, ქართული ოცნების დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები