ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

30 Jan. 2025, 15:27

"მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში, მარტივად დასადგენი ფაქტია, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. სხვა საკითხია, რას აკეთებდა, აქვს თუ არა მას უფლება, თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში - აქვს ამის უფლება? არავითარ შემთხვევაში არ აქვს.

კანონი ჩვენ გვავალდებულებს ყველაფერს, სარედაქციო დამოუკიდებლობას - აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი, აქვს. რანაირად აქვს? - მარტივად. მას აქვს შეხმატკბილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა აწ უკვე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რომ აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე. [...]

გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი, საზოგადოებრივი ამბების ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ეს არის ჩემი სათქმელი ყოველი მოამბის დაწყებამდე, უკვე რამდენიმე დღეა, ეს ადამიანი შიმშილობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ველში მოახვედრა მისი ამბავი, მაშინ როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კონკრეტულ სპეციალისტებთან განვიხილოთ, შეესაბამება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალი ქმედებას, შეიძლება თუ არა იურისტებმა განიხილონ ეს ქმედება, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, არის თუ არა ეს ასე. განხილვის საგანია, შეიძლება თუ არა ასეთ ქმედებაზე შეუფარდო ადამიანს პატიმრობა და ძალიან ბევრი თემაა და საშუალება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ საზოგადოების მრავალფეროვნება ასახოს, თემების მრავალფეროვნება ასახოს მოამბის მიღმა"

— მოამბის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…